მომღერალი რიკი მარტინი ორგანიზაცია „ამერიკელი გეების და ლესბოსელების ასოციაცია დიფამაციის წინააღმდეგ“–ის (GLAAD) პრემიის მფლობელი გახდება. პრემია GLAAD Media Awards–ის გადაცემის ცერემონია ნიუ–იორკში 19 მარტს გაიმართება.
ლათინოამერიკელი მომღერალი, რომელმაც გასულ წელს თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მიიღებს ჯილდოს Vito Russo Award, რომელიც ადამიანებს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანასწორი უფლებების ხელშეწყობასი შეტანილი წვლილის გამო გადაეცემათ.
GLAAD–ის პრეზიდენტმა ჯარედ ბარიოსმა რიკი მარტინის ჩრდილიდან გამოსვლას ისეთი მოვლენა უწოდა, რომელიც „ძირფესვიანად ცვლის სიტუაციას უამრავი მოზარდი გეისა და ტრანსსექსუალისთვის ლათინურ ამერიკაში“. წელს GLAAD–ის კიდე ერთ პრემიას მიიღებს ამერიკელი მსახიობი კრისტინ ჩენოვეტი, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი გეი მსახიობებს და მათ უფლებას, რომ ფილმებში ჰეტეროსექსუალი ადამიანების როლები შეასრულონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий