среда, 9 февраля 2011 г.

უკრაინაში 28 ლგბტ ორგანიზაციაა რეგისტრირებული

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა უკრაინელი გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო „გეი ალიანსი უკრაინა“. ორგანიზაციის მთავარი მიზანია სრული თანასწორობის მიღწევა ლგბტ ადამიანებისთვის, შიდსთან ბრძოლა, პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ლგბტ საზოგადოების ჩამოყალიბება და ორგანიზაციის წევრების საერთო ინტერესებისა დაკმაყოფილება. საბჭო ოთხმა უკრაინულმა ლგბტ ორგანიზაციამ დააფუძნა.

„დღეისათვის უკრინის იუსტიციის ორგანოებმა რეგისტრაციაში გაატარეს 28 საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ლგბტ გაერთიანება“, – ამბობს „გეი ალიანსი უკრაინის“ აღმასრულებელი დირექტორი ტარას კარასიიჩუკი, – „უკრაინის ლგბტ ორგანიზაციების საბჭოში ამჟამად 11 საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაწევრიანებული და ველით, რომ ყველა უკრაინული ლგბტ ორგანიზაცია შემოგვიერთდება“.

„უკრაინის ლგბტ ორგანიზაციების საბჭოს შექმნის იდეა 2003 წელს გაჩნდა და 7 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ლგბტ საზოგადოების კონსოლოდაციის ჩვენეული იდეა ბოლოს და ბოლოს შესრულებულიყო. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ახალი ეპოქის დასაწყისია. ამიერიდან ლგბტ ადამიანების უფლებების, ინტერესების და მოთხოვნების ადვოკატორება სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო დონეზე უფრო ეფექტურად განხორციელდება“, – ამბობს სრულიად უკრაინული ლგბტ საბჭოში შემავალი „ქალთა ქსელის“ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლაიმა გეიდარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий