четверг, 19 мая 2011 г.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ქამინ–აუთი მოახდინა


გასულ კვირას უამრავმა ამერიკულმა საიტმა განაცხადა, რომ რომელიღაც ცნობილი ტელეწამყვანი ქამინ–აუთს აპირებდა. ეს ცნობილი ადამიანი ტელეარხ CNN–ის პოპულარული წამყვანი დონ ლემონი აღმოჩნდა, რომელმაც ერთი გასროლით ორი კურღლის მოკვლა გადაწყვიტა – ქამინ–აუთი გაიკეთა და იმავდროულად თავისი ავტობიოგრაფიაც გამოუშვა სახელწოდებით Transparent (გამჭვირვალე). ცნობილი ადამიანების ასეთი ტაქტიკა უკვე სიახლეს არ წარმოადგენს. იგივენაირად მოიქცა რიკი მარტინი, რომელმაც თავისი ქამინ–აუთიდან მოკლე ხანში მემუარებიც გამოუშვა. იგივე გააკეთეს მომღერალმა შელი რაითმაც და მოციგურავემ ჯონი ვეირმა. საკუთარ ავტობიოგრაფიაში სიმართლის თქმის სურვილი ცნობილ ადამიანებს და ვარსკვლავებს არჩევანს არ უტოვებს და ისინიც გარკვეულწილად საკუთარ ორიენტაციასაც ეხებიან და ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ.

დონ ლემონი ამბობს, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ იკეთებდა ქამინ–აუთს, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობიდან სიძულვილის, დაცინვის და დევნის ეშინოდა. სამსახურში ის თავის ორიენტაციას არ მალავდა. CNN–ის თანამშრომლებმა და მენეჯერებმა იცოდნენ, რომ დონი გეი იყო. თუმცა ლემონი ამბობს, რომ იატაკქვეშეთიდან გამოსვლა მაინც სარისკო ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ში იგი ცნობილი ფიგურაა. „დიახ, მე ვშიშობ, რომ ახლა ადამიანები მომერიდებიან ან ოსტრაკიზმის ობიექტი გავხდები“.

საიტი Queerty წერს, რომ დონ ლემონის ქამინ–აუთი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ იგი შავკანიანია. „აფროამერიკელი მამაკაცისთვის ყველაფერი უფრო სხვანაირადაა. თუ გეი ხარ, ეს ყველაფერზე უარესია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო შავ კულტურაში. ბავშვობიდან გასწავლიან, რომ მამრი უნდა იყო“, – ამბობს ტელეწამყვანი.


Комментариев нет:

Отправить комментарий