понедельник, 2 мая 2011 г.

ტაივანის სკოლებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ტოლერანტობას ასწავლიან


ტაივანის სკოლების დაწყებით და საშუალო კლასებში მიმდინარე წლის სექტემრიდან ჰომოსექსუალობის საკითხებზე მოუყვებიან ბავშვებს. საშემოდგომო სემესტრის დაწყებიდან მოსწავლეებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ პატივისცემის და საზოგადოებაში მათი მიღების შესახებ მოუთხრობენ, – განახცადა ტაინავის განათლების სამინისტრომ.

სკოლებში ჰომოსექსუალობის საკითხების შესწავლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სექსუალური განათლების შესახებ კანონის შესაბამისად. ამისი მიზანია გენდერული თანასწორობის დაცვის და გასხვავებულობის შესახებ მოსწავლეთა შორის ცოდნის ამაღლება, – განაცხადა განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსმა ერიკ კერმა.

თუმცა ზოგიერთმა ოპონენტმა და მშობელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დაწეყებითი და საშუალო კლასები „ძალიან მცირე“ ასაკია ჰომოსექსუალობის საკითხების შესასწავლად. მათი აზრით, ამ ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება ერთსქესიანი სექსისა და სექსუალური სურვილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლემბმაც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

ამის საპასუხოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობის საკითხებს სკოლებში სექსუალური აღზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი დაეთმობა.  მთელი ყურადღება გადატანილი იქნება გენდერულ თანასწორობაზე, და არა სექსუალურ მოთხოვნილებებსა და ქცევაზე.

მაგალითად, დისკუსია გეი–აღლუმის შესახებ წარიმართება ჰომოსექსუალების სამოქალაქო უფლებების თაობაზე, – თქვა მან.

კანონი სექსუალური განათლების შესახებ ტაივანზე მიღებული იქნა 2004 წელს. კანონი კრძალავს გენდერულ დისკრიმინაციას ტაივანის სკოლებში და ითვალისწინებს, რომ სასკოლო პროგრამები გენდერული თანასწორობსი საკითხებსაც შეიცავდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий