ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (International Day Against Homophobia – IDAHO) თბილისში 17 მაისს ასოციაცია „ინკლუზივის“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა, რომლის მონაწილეებმაც პატივი მიაგეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლთა ხსოვნას.
აქცია მეტეხის ხიდთან საღამოს 9 საათზე ჩატარდა, რომელზეც 40–მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ქაღალდის ფერად ყვავილებში ჩადებული სანთლები დაანთეს და შემდეგ მდინარე მტკვარში ჩაუშვეს. „ინკლუზივის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბარტმა აქციაზე მოსულებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეკრება ლოგიკური შედეგი იყო ფონდ „ინკლუზივის“ არსებობისა და მუშაობისა, რომელიც პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც ლგბტ თემატიკაზე მუშაობდა და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლგბტ მოძრაობას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია, რომელმაც მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, პირველი ოფიციალური ლგბტ აქცია იყო თბილისში, რომელიც ქუჩაში გაიმართა.
...იმიტომაც იყვნენ "დაუთვლელნი"...
ОтветитьУдалитьსაკმარისად იყვნენ :) თუმცა პირველ-მეორეზე არ გაგვითვლია :))
ОтветитьУдалитьსრულიად საკმარისი რაოდენობა იყო და იმაზე მეტიც, რაც შეიძლება მოლოდინი ყოფილიყო. დაანონსებულზე თანხმობა 50–მდე კაცს ჰქონდა მიცემული და 40 მოვიდა, შეიძლება მეტიც. სხვა ღონისძიებებზე 1000 რომ წამოსვლის თანხმობას აძლევს, 20 რომ მიდის ისიც უკვირთ. გარდა ამისა, ფორუმებზე გავრცელებული დამცინავი კომენტარების საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ იმალებოდა, ყველაფერი აბსოლუტურად ღიად გაკეთდა, ანონსიც სრულიად თავისუფალი ხელმისაწვდომი იყო. თვითონ აქციის ფორმას რაც შეეხება, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში და ნახავთ, რომ ევროპის ზოგ ქვეყანაშიც აბსოლუტურად იგივენაირი აქცია მოაწყეს, იქ კი მოგეხსენებათ, არავინ იმალება. ფერად სანთლებს დღისით არავინ ანთებს.
ОтветитьУдалитьნამდვილად არ ვიცოდი თორემ მოვიდოდი ;)
ОтветитьУдалить