среда, 4 мая 2011 г.

ვალერია ნოვოდვორსკაიამ ლგბტ აქტივისტებს კომუნისტების კოლონაში მსვლელობის გამო უსაყვედურა


დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, წარსულში რუსეთის „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა ვალერია ნოვოდვორსკაიამ გაკვირვება გამოხატა მოსკოვში გამართულ საპირველმაისო ღონისძიებებზე რუსეთის კომპარტიის მიერ ორგანიზებულ კოლონაში ცისარტყელასფერებიანი დროშების გამოჩენის გამო.

„...ძალიან გამაოცეს სექსუალურმა უმცირესობებმა. მათ ალბათ დაავიწყდათ, რომ უდიდესი რეჟისორი (სერგო) ფარაჯანოვი კომუნისტების დროს ციხეში იჯდა სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო, და რომ ჩვენ (საბჭოთა კავშირში) სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი გვქონდა, და აი ამ საქმისთვის ადამიანებს ციხეს უსჯიდნენ...“, –  განაცხადა ვალერია ნოვოდვორსკაიამ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„მათ (ლგბტ აქტივისტებს) დაავიწყდათ ეს, როცა ამ კოლონას მიუერთდნენ?“ – თქვა ნოვოდვორსკაიამ და დაამატა: „...ამის დავიწყება არ შეიძლება. ვიდრე ასეთ ღონისძიებებზე ნებაყოფლობით დავდივართ, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს“.

გეი–აქტივისტებმა, რომლებიც მუშათა ინტერნაციონალის კომიტეტის იდეებს უჭერენ მხარს, საპირველმაისო მსვლელობის მონაწილეთა ხელში ლგბტ დროშის გამოჩენა ერთგვარ მიღწევად ჩათვალეს. თუმცა ამ დროშის გამო კოლონას პრობლემებიც შეექმნა. ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოს, რომელიც YouTube–ზეა განთავსებული, ჰქვია „ჩხუბი დროშისთვის“. აქციაში მონაწილე აქტივისტებმა ასევე განაცხადეს, რომ „აგრესიულად განწყობილი ულტრამემარჯვენეთა ჯგუფი“ კოლონას მთელი მსვლელობის მანძილზე მისდევდა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий