26 წლის იტალიელი ჯულიო სპატოლა 16 აპრილს გვიან ღამით Mr. Gay Europe 2010/2011–ის ტიტულის მფლობელი გახდა. სწორედ ის წაიღებს იტალიაში გამარჯვებულის გვირგვინს. ჯულიო სპატოლა რეჟისორი და სასუმროს მენეჯერია. მისი ჰობია კინო, მუსიკა, დისკო, ვიდეოს რედაქტორება და სპორტი.
„ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი დევიდ კატოს, იანვარში მოკლულ უგანდელ გეი აქტივისტს“ – თქვა სპატოლამ კონკურსის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამარჯვებულის სახით ის მონაწილეობა მიიღებს მრავალ გეი–აღლუმში, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. გარდა ამისა, კონკურსში გამარჯვების გამო მას ნიუ–იორკშიც მოუწევს მოგზაურობა.
კონკურსი Mr. Gay Europe 2010/2011 რუმინეთის ზამთრის კურორტ Poiana Brasov–ში გაიმართა 13–დან 16 აპრილის ჩათვლით კონფერენციის „Eu sunt! Tu? (I Am! You?)“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც იყო რუმინული გეი გაერთიანება ფონდ Population Services International in Romania (PSI) მხარდაჭერით.
თურქეთის წარმომადგენელმა კონკურსზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მიიღო, ისლანდიელმა კონკურსანტმა სპორტულ ნაწილში გაიმარჯვა. გამოვლინდა გამარჯვებულები ასევე სხვა ნომინაციებშიც.
2009 წლის კონკურსზე ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქემ დავით ბარამიამ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий