пятница, 6 мая 2011 г.

რიკი მარტინი: „არ შემეძლო იმის თქმა, რომ გეი ვარ“

ცნობილ ტელეწამყვანთან ჯეი ლენოსთან სტუმრობისას რიკი მარტინმა განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ სექსუალობას ებრძოდა და საშუალება არ ჰქონდა, რომ ამის შესახებ მსოფლიოსთვის ეთქვა.


39 წლის რიკი მარტინმა, რომელიც თავის ტყუპ ბიჭებს ზრდის, ქამინ–აუთი 1 წლის წინ გაიკეთა (საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ საჯაროდ განაცხადა), როცა ტვიტერზე და თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ „ბედნიერი ჰომოსექსუალი მამაკაცია“.

„სექს–სიმბოლო ვიყავი, უნდა მეცეკვა, გოგონები ჭკუიდან უნდა გადამეყვანა და არ შემეძლო იმის თქმა, რომ გეი ვარ“ – გაუმხილა რიკი მარტინმა ლენოს.

სიცრუეში ცხოვრება „სერიოზული ბრძოლა“ იყო, – დასძინა მან, – „თუ ყველაფერს იმას დავუჯერებთ, რასაც ამბობენ... კულტურაში, რელიგიაში, საზოგადოებაში, იმას რასაც ადამიანები ამბობენ, გამოდის, რომ ყველაფერი ის, რასაც ვგრძნობდი, რასაც განვიცდიდი, ბოროტება იყო...“, – თქვა მარტინმა. „მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გეი ვარ, და რომ ეს მომწონს და ბედნიერი ვარ“, – დაამატა მან.

როცა ლენომ ჰკითხა, ხომ არ უკვირს თავისი თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მისი ქამინ–აუთის შემდეგ, მომღერალმა იხუმრა: „დიახ, ხალხმა მაშინ თქვა: რა არის ამაში ახალი? ეს ისედაც ვიცოდითო“.

ახლახანს თავის მშობლიურ პუერტო–რიკოში საგასტროლო მოგზაურობისას რიკი მარტინი რელიგიური ლიდერების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავიდან ჯერ რელიგიური კონფესიის ლიდერმა ვანდა როლონმა განაცხადა, რომ რიკი „ყველას ჯოჯოხეთში მიათრევს“ და მოსახლეობას მისი კონცერტების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ხოლო შემდეგ კათოლიკე კარდინალმა ლუის აპონტე მარტინესმა მოუწოდა მას, რომ „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას შეეშვას“. ამ ყველაფრის მიუხედავად მომღერლის კონცერტები სრული ანშლაგით ჩატარდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий