ამერიკულ სერიალში "გრეის ანატომია" (Grey's Anatomy), დაპირებისამებრ, სერიალის ორი მონაწილე ქალი დაქორწინდა. სერიალის გმირებმა კელი ტორესმა და არიზონა რობინსმა სიეტლში იქორწინეს, სადაც ერთსქესიანი ქორწინება კანონით ნებადართულია. საქორწინო კაბებში გამოწყობილი ორი დედოფალი შეგიძლიათ სურათზე იხილოთ. სერიალის წინა სეზონები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა რამდენიმე ქართულ არხზეც სხვადასხვა დროს. აჩვენებენ თუ არა ამ სეზონს და კონკრეტულად ამ სერიას რომელიმე ქართულ არხზე, ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვიმკითხაოთ. თუმცა, წინა სეზონის სერიებშიც უხვად იყო კელი ტორესის ლესბიური სიყვარულის ამსახველი სცენები და ამას ქართული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მღელვარება არ მოჰყოლია.
Комментариев нет:
Отправить комментарий