აშშ–ის მინეაპოლისის შტატის ერთერთი სკოლის ორმა მოსწავლე ლესბოსელმა გოგონამ მიაღწია იმას, რომ სკოლის საზეიმო საღამოზე წყვილის სახით გამოცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობდა მათთვის წინააღმდეგობა გაეწია. ორშაბათს გოგონები მკაცრ მამაკაცურ კოსტუმებში გამოწყობილნი მივიდნენ სკოლაში, რასაც ზეიმზე შეკრებილი აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა.
სარა ლინდსტრემი და დიზაირ შელტონი არ შეეგუენ იმას, რომ სკოლა მათ უკრძალავდა საზეიმო საღამოზე მისვლას წყვილის სახით და სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ უფლებებს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი იცავდა. გოგონებმა სასამართლო პროცესი მოიგეს და როგორც Foxnews.com წერს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო სკოლის ხელმძღვანელობამაც თავისუფლად ამოისუნთქა. როცა ამ ორი გოგონას ისტორია საჯარო გახდა, განათლების ადგილობრივი განყოფილების მისამართით უფლებადამცველებისა და პრესის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაიძრა. განათლების განყოფილების ხელმძღვანელობა ჰომოფობიაში დაადანაშაულეს, მაგრამ დღესდღეობით, როცა ამერიკას მოზარდი ჰომოსექსუალების თვითმკვლელობების ტალღამ გადაუარა და ამან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე ჩინოვნიკს სურდეს თვითმკვლელობების წამქეზებლის როლში გამოჩენა.
„სასწაული გრძნობა იყო“, – იხსენებს დიზაირ შელტონი თავის გამოჩენას მეგობარ გოგონასთან ერთად სასკოლო ზეიმზე. მისი თქმით, იგი იმდენად აღელვებული იყო, რომ ვერც კი აღიქვა თავისი თანაკლასელების აპლოდისმენტები, რომლებიც მათთვის მხარდაჭერის გამოხატვას ცდილობდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий