вторник, 8 февраля 2011 г.

ბლოგი „ასეთი დავიბადე“, რომელშიც გეები და ლესბოსელები თავიანთი ბავშვობის სურათებს აქვეყნებენ

ამერიკულ ბლოგსფეროში გამოჩნდა ახალი ვებგვერდი "Born This Way" („ასეთი დავიბადე“), რომელსაც სახელი ლედი გაგას ახალი ჰიტის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ბლოგზე ქვეყნდება გეებისა და ლესბოსელების მიერ გაგზავნილი მათი ბავშვობის ფოტოები, რომლებსაც თან ურთავენ მოკლე ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი ბავშვობა. ამის შესახებ წერს Queerty.Com.

ბლოგის შემქმნელი დიჯეი პოლ ვი ამბობს: „ფოტოებზე ჩვენ ვხედავთ გეი ბიჭებს ქალური ნაკვთებით და ლესბოსელ გოგონებს მამაკაცური გამოხედვით, არიან ასევე ჰომოსექსუალი მოზარდები „განსაკუთრებული“ ნიშნების გარეშეც. ყოველ ჩვეგნაში ეღმანეთს ერწყმის ქალურიც და მამაკაცურიც. რაც უფრო მალე ვასწავლით ბავშვებს, რომ ჰომოსექსუალობა ისეთივე ნორმაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა, სამყარო ნამდვილად უკეთესობისკენ შეიცვლება“.

2 комментария:

  1. :) უნდა დავათვალიერო, დამაინტერესა. ისე ბავშვობის და ახლანდელ სურათებს თუ დადებდნენ უფრო საინტერსო იქნებოდა :)

    ОтветитьУдалить