четверг, 10 февраля 2011 г.

ბაჰრეინის ხელისუფლებამ გეების თავყრილობა დაარბია

ბაჰრეინის ხელისუფლებამ 200 მამაკაცი დააკავა გეი–საღამოზე, რომელზეც ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩასულები იყვნენ შეკრებილნი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება.

ბაჰრეინის შსს–ის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ საღამოს მონაწილენი „ამორალური ქმედებების“ გამო დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეკრება პატარა „კონსერვატიულ“ ქალაქ მუჰარაგში ტარდებოდა, სადაც ერთ შენობაში შეიკრიბნენ მამაკაცები, სვამდნენ ღვინოს და ყალიანს ეწეოდნენ. „მას შემდეგ, როცა ჩვენი თანამოსაუბრე შენობაში შევიდა, დაინახა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელთაც ქალის ტანისამოსი ეცვათ... მან დაუყოვნებლივ დარეკა ადგილობრივ პოლიციაში, რომელმაც შენობა ალყაში მოაქცია და შემდეგ ეჭვმიტანილები დააკავა“ – წერს სააგენტო ადგილობრივ გაზეთ „ალ–აიამ“–ზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები 18–დან 30 წლამდე, რომელიც ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სპეციალურად ჩავიდნენ ბაჰრეინში. ბაჰრეინი რეგიონში ერთერთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება. ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვაც კი ნებადართულია, მაგრამ რელიგიური მოსაზრებების ჰამო ჰომოსექსუალები კვლავინდებურად შევიწროებას განიცდიან, – წერს „როიტერი“.

Комментариев нет:

Отправить комментарий