პირველად ქართული საესტრადო ჟანრის არსებობის მანძილზე გახნილმა გეიმ „ნიჭიერის“ სცენაზე სცადა ბედი, თუმცა მის მიერ შესრულებული აღმოსავლური ცეკვა ჟიურიმ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ ჩააგდო და მოცეკვავე შემდეგ ეტაპზე აღარ გაუშვა.
ლერი ბექაური ეს ის პიროვნებაა, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ პირველად საჯაროდ სატელევიზიო სივცრეში ტელეიმედის „სიმართლის დროში განაცხადა“. მას შემდეგ ეს პიროვნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას „აუდიტორიაშო“, სადაც ჰომოფობ პოლიტიკოსებს დაუპირისპირდა და არც თუ მრავლისმთქმელი არგუმენტებით ცდილობდა გეი ადამიანების უფლებების დაცვას.
„ნიჭიერში“ შესრულებული ნომერი ლერი ბექაურს ჟიურიში მსხდომმა გეგა ფალავანდიშვილმა და ვანო ჯავახიშვილმა დაუწუნეს და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოცეკვავის დაცვას ცდილობდა, მომღღერალი სოფო ნიჟარაძე იყო, თუმცა მისი ხმა ორი მამაკაცის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ბექაურის მიერ შესრულებული ნომერი, ალბათ, სრულყოფილებისგან შორს იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ჟიურის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიღებისას უფრო სხვა არგუმენტებით ისარგებლეს, ვიდრე ცეკვის სასცენო მიზანშეწონილობა. მათი ძირითადი არგუმენტი იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს ცეკვა თურმე ქალების ცეკვა ყოფილა. არა და ვანო და გეგა ცდებიან, რადგან ლერი ბექაურს ქალების ცეკვა სულაც არ შეუსრულებია. ეს იყო აღმოსავლური ე.წ. „მუცლის ცეკვა“, რომელსაც ჟიურის წევრების გასაკვირად, მამაკაცებიც ასრულებენ და მსგავსი ნომრების მოძებნა ინტერნეტში რთული სულაც არ არის.
ვანო ჯავახიშვილს კი ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცის ხილვა და სცენური მიხვრა–მოხვრა ნამდვილად არ უნდა გაკვირვებოდა, უკვე წლებია მიშა ანდღულაძე წითელ ხალათში გამოწყობილი ნანულის სახით ვანო ჯავახიშვილის განუყრელი სასცენო მეორე ნახევარია.
"ნიჭიერის" ანალოგიური კონკურსში დანიაში ფინალისტი 15 წლის ლესბოსელი სარა გახდა, რომელიც კონკურსის დაწყებიდანვე თავის ორიენტაციას არ მალავდა. ფინალში მან ლედი გაგას სიმღერა Poker Face შეასრულა, რომელშიც სიტყვები იმგვარად შეცვალა, რომ სიმღერა ქალისადმი ყოფილიყო მიმართული. საბოლოო გამარჯვებული "სმს" კენჭისყრით გამოვლინდა.
ამ მთელ მარაზმში მართლაც რომ ის კი არ არის გულდასაწყვეტი, რომ "ნიჭი ვერ დაინახეს", თავისუფლად შეიძლებოდა ცეკვის გაკრიტიკება ობიექტურ ფარგლებში. არამედ მთელი ეს დამოკიდებულება "იმედია არსოდეს შევხვდები" თუ რაღაც მსგავსი რომ გამოსცრა კბილებში ჯავახიშვილმა.
ОтветитьУдалитьის, რომ ლერი გეია, არ ნიშნავს იმას, რომ კარგი მოცეკვავეა. მოდი ამაზეც შევთანხმდეთ :)
ОтветитьУдалитьethnorevaz, მოდი იმაზეც შევთანხმდეთ, რომ მის ადგილას ქალი, რომ ყოფილიყო, დიდი ტრაკი და ძუძუები ჰქონოდა, და ზუსტად ისევე ეცეკვა, როგორც ლერიმ იცეკვა, ჟიურის წევრს ეს ცეკვა ”ერთგვაროვნად” არ მოეჩვენებოდა.
ОтветитьУдалитьხალხო, შეხედეთ ჯერ ტექსტის აბდაუბდა ლოგიკას და მერე ათასგზის უფრო აბდაუბდა "კომენტარებს" !!!!!!!!!!!!!!
ОтветитьУдалить