ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელსაც წლების წინ მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა, აცხადებს, რომ მზად არის გეი–ქორწინებაში მეჯვარედ გაჰყვეს მეგობრებს, თუკი ასეთი საჭიროება იქნება. ამის შესახებ მოროშკინამ 29 მარტს „იმედის“ ტელეარხზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა, სადაც იგი თავისი ჯერ კიდევ დაუსრულებელი წიგნის შესახებ საუბრობდა.
„მე თვითონ წარმოვადგენ ეთნიკურ უმცირესობების არასამთავრობოს, რომელიც იცავს ეთნიკურ უმცირესობებს. მე აბსოლუტურად მხარდამჭერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც რაღაც აირჩია ცხოვრებაში, როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს, და ვთქვათ, ვისთანაც ერთად უნდა, იყოფს სარეცელს“ – თქვა მოროშკინამ.
მისი თქმით, იგი არ ერჩის „არცერთ უმცირესობას, მათ შორის სექსუალურს. ოღონდაც ვიცოდე და ეს ადამიანი ამბობდეს, რომ მიეკუთვნება ასეთი სახის ორიენტაციას. მე ვამბობ, მე წავყვები ერთსქესიან ქორწილში მეჯვარედ. მე მყავს ასეთი მეგობრები“.
თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ თავის ახალ წიგნში რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით მხატვრულ ჟანრში, სახელების მითითების გარეშე აღწერს ისეთ ამბებს, რომლებსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი და როდესაც ზოგიერთი საზოგადოებისთვის ცნობილი ან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები თავიანთი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ახალგაზრდა მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, აიძულებდნენ რომ მათთვის ან სხვისთვის სექსუალური მომსახურეობა გაეწიათ.
მოროშკინა აღნიშნავს, რომ ეს ისტორიები მან facebook–ის მეშვეობით მოიპოვა და წიგნში გამოყენების მიზნით პიროვნებების სახელები შეცვალა, ასევე არ არის მითითებული არც კონკრეტული ადგილები და მოქმედების დრო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ მის წიგნში საკუთარი თავი ამოიცნო და მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა გადაწყვიტა, ყველა თავისი ისტორია რეალური სახელების და ადგილების მითითებით მას ნოტარიალურად აქვს დამოწმებული და საიმედო ადგილზე შენახული.
მოროშკინამ ასევე განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, როდესაც ტელეეთერში ბევრი ცნობილი მამაკაცი აცხადებს, რომ არ მოსწონს ქართველი ქალები და ამიტომ არ ჰყავს არც მეგობარი ქალი და არ მოჰყავს ცოლი, მაშინ როდესაც მას საერთოდ არ მოსწონს ქალები, არა თუ მარტო ქართველები.
რატომ? - ვეკითხებით ლალის. ყველა სახის უმცირესობების დაცვა მოდაში რომ იყოს, მაშინ ქართველი ერი ასე ყველასგან დაბრიყვებული კი არ იქნებოდა!!! ახლა გეების მხარდაჭერითაც გინდათ დაიბრიყვოთ ისედაც მცირე ერი, თუ უბრალოდ გვეკეკლუცებით და გვეპოზიორებით? აბა, გაგვეცით პასუხი, იქნებოდეს იქნება!..
ОтветитьУдалить