вторник, 22 марта 2011 г.

ისრაელელი მომღერლის ახალი კლიპი ერთსქესიან ქორწინებას ეძღვნება


33 წლის ისრაელელმა მომღერალმა იეჰონათან გატრომ (სურათზე თეთრ მაისურში), რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ღიად განაცხადა 2006 წელს, თავისი ახალი სინგლისთვის Across the Universe კლიპი გადაიღო.


მუსიკალურ ვიდეო–კლიპში წამოწეულია ტოლერანტობისა და ერთსქესიანი ქორწინების ლეგიტიმურობის საკითხები მთელს მსოფლიოში. ეს ამ მომღერლის პირველი ვიდეო არ არის, რომელიც ჰომოსექსუალობის თემებს ეხება. 2006 წელს იეჰონათანმა გამოუშვა სინგლი Kore Lecha – სასიყვარულო გეი–ბალაგა ივრითზე. იმ პერიოდში მოახდინა მომღერალმა საკუთარი ქამინ–აუთიც. მომღერლის კლიპები საკმაოდ პოპულარულია ისრაელში. 


1 комментарий:

  1. ისემც გიქნიათ, სულ გეებად და ლესბოსელებად გადაქცეულხართ... ქართველი კეთილისმსურველი...

    ОтветитьУдалить