წყარო "ნეტგაზეთი" – განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია კამპანიას იწყებს, რათა გაუქმდეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ინტრავენურ ნარკომანებთან და სექსმუშაკებთან ერთად, ჰომოსექსუალებსაც ეკრძალებათ სისხლის დონორობა.
ასოციაციას მიაჩნია, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლის დონორობის აკრძალვა დისკრიმინაციას წარმოადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალებს დონორობა ეკრძალებათ 2000 წლის 5 დეკემბრით არის დათარიღებული. 11 წლის წინათ ბრძნება მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ გამოსცა.
”ბრძანება კრძალავს სისხლის დონორობას არა მხოლოდ ჰომოსექსუალური სქსეობრივი ქცევის საფუძველზე, არამედ ზოგადად სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, სისხლის დონორობა ეკრძალება როგორც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს, ასევე ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს და არ ცხოვრობს აქტიური სქესობრივი ცხოვრებით”.-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციაში ფიქრობენ, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში მიდგომა დისკრიმინაციულია.
ჯორბენაძის მიე ხელმოწერილ ბრძანებაში დონორობის აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებებშია: შიდსი, აივ მატარებელი და ”აგრეთვე შიდსის რისკ ჯგუფები (ჰომოსექსუალიზმი,ნარკომანია,პროსტიტუცია,ალკოჰოლიზმი...)”.
ასოციაციის დირექტორის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, ბრძანებაში გამოყენებული სიტყვა ”ჰომოსექსუალიზმი” ასევე დისკრიმინაციულია.
”ტერმინი “ჰომოსექსუალიზმი” დისკრიმინაციულია და ნეგატიურ კონოტაციას ატარებს. ისევე როგორც ტერმინი “ჰეტეროსექსუალიზმი”, “ჰომოსექსუალიზმიც” ლინგვისტურად გაუმართავია. ის მრავალი ათეული წელია არ გამოიყენება სამეცნიერო და იურიდიულ ლიტერატურაში. მის მაგივრად, როდესაც განსხვავებული სექსუალური და გენდერული ორიენტაციის ან იდენტობის ადამიანებზე ვსაუბრობთ, მისაღებია ტერმინ “ჰომოსექსუალობის”, როგორც ადამიანთა სექსუალობის ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინის გამოყენება”,-ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.
განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდა.

kargi iqneba tu gauqmdeba :)
ОтветитьУдалить