ტელეარხმა Logo, რომელიც MTV–ს შემადგენლობაში შედის და ორიენტირებულია ლგბტ საზოგადოებაზე, პირველი გამოკითხვა ჩაატარა საიტ Trip Out Gay Travel–ის მომხმარებლებს შორის გეი–ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების გამოსავლენად.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასახელდნენ პრემია Trip Out Gay Travel Awards 2010–ის ლაურეატები სხვადასხვა კატეგორიებში. ასე მაგალითად, მსოფლიოში საუკეთესო გეი მიმართულებად დასახელდა ნიუ–იორკი, აშშ–ში კი საუკეთესო მიმართულებად – სან–ფრანცისკო, ავიაკომანიებს შორის ლიდერობს American Airlines, ხოლო სასტუმროებს შორის – ჯგუფი Axel Hotels.
საუკეთესო ტუროპერატორად დასახელდა Zoom Vacations, ყველაზე სექსუალური მიმართულება წილად ხვდა რიო დე ჟანეიროს, საუკეთესო გეი ღონისძიებად დასახელდა სიამაყის აღლუმი მადრიდში, ხოლო საუკეთესო ლოკალურ სასტუმროდ Park Hyatt Vendôme პარიზში. სახალისო მოგზაურობის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა ტორონტო, საუკეთესო გეი–ბარის წოდება წილად ხვდა ბარს Abbey ლოს–ანჟელესში. ამის შესახებ წერს Diariodelviajero.com.
Комментариев нет:
Отправить комментарий