
ამ შესწორების შეტანას კანონმდელობაში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ანგლიკანურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს თავისი ტაძრების გამოეყენებას ერთსქესიანი ქორწინების ჯვრისწერისთვის. „მე თანასწორობის მომხრე ვარ ყველასთვის, მაგრამ არ მინდა ვინმე მასწავლიდეს, რა უნდა გააკეთოს ანგლიკანურმა ან კათოლიკურმა ეკლესიამ“, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით იორკის არქიეპისკოპოსმა ჯონ სენტამუმ.
თვით ანგლიკანური ეკლესიის შიგნით არიან ერთსქესიანი ქორწინების ჯვრისწერის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, თუმცა დიდ ბრიტანეთში გავრცელებული ზოგიერთი სხვა კონფესია, კერძოდ კი რომის კათოლიკური ეკლესია და ისლამი უფრო ნეგატიურად არიან განწყობილნი და ჰომოსექსუალობას გმობენ.
ვარაუდობენ, რომ კვაკერები, უნიტარიანელები და ლიბერალური იუდაიზმის მიმდევრები მთავრობის გეგმებს ლოიალურად მოეკიდებიან. გარდა ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია უწოდებენ თუ არა ჯვარდაწერილ ერთსქესიან კავშირს ქორწინებას, და არა „სამოქალაქო პარტნიორობას“, როგორც ამჯამად ხდება ამგვარი კავშირების რეგისტრირება ამ ქვეყანაში. სავარაუდოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად შეაფასებენ ლგბტ უფლებების დამცველები, მაგრამ ეს გამოიწვევს მათი ოპონენტების უკმაყოფილებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий