четверг, 5 мая 2011 г.

Google Chrome–მა მხარი დაუჭირა გეებს


პროექტის "It Gets Better" ფარგლებში Google Chrome–მა გეების მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელეკომპანია Fox–ის პრაიმ–თაიმში, შეიცავს ნაწყვეტებს სხვადასხვა მხარდამჭერი კლიპებისგან, რომლებიც YouTube–ზე იქნა გამოქვეყნებული პროექტის ფარგლებში. პროქეტის დამფუძნებელია ლგბტ უფლებების ცნობილი დამცველი დენ სევიჯი. გასული წლის სექტემბერში მან YouTube–ზე არხი შექმნა იმ ვიდეორგოლების შესაგროველად, რომლითაც სხვადასხვა ადამიანმები საზოგადოების მხრიდან დევნილი და შევიწროებული ახალგაზრდა გეებისადმი გამოხატავდნენ მხარდაჭერას.

დენის პროექტის შედეგი იმაში გამოიხატა, რომ მან უამრავი ვარსკვლავისა და უბრალო ადამიანისგან მხარდაჭერის გამომხატველი ვიდეოების შეგროვება შეძლო. ნეილ პატრიკ ჰარისი, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი, ასევე კომპანია Apple–ს თანამშრომლები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელთაც პროექტს საკუთარი მონაწილეობით გადაღებული ვიდეო გაუზიარეს. არხზე საკუთარი ვიდეო ატვირთა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც, რათა გეებისთვის ეთქვა, რომ „არიან ადამიანები, რომელთაც ისინი უყვართ და მზად არიან მიიღონ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან“.

Google Chrome–ის ვიდეო ამ ვიდეორგოლების კომპილაციას წარმოადგენს. ამ ვიდეორგოლში შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამ ლამბერტი, ლედი გაგა, ქეთი გრიფინი და „სათამაშოების ისტორიის“ პერსონაჟი ვუდიც კი, მაგრამ ცნობილი ადამიანების გარდა წარმოდგენილი არიან ასევე სხვადასხვა ასაკის, განათლების და წარმომავლობის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც.

Комментариев нет:

Отправить комментарий