суббота, 14 мая 2011 г.

უგანდაში გეებისთვის სასიკვდილო განაჩენების დაკანონება გადაიდო


ბოლო 2 დღის განმავლობაში 1 635 000–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას უგანდაში გეებისთვის სასიკვდილო განაჩენების დაკანონების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გადადო იმ მოტივით, რომ მიმდინარე სესიაზე მისი განხილვა ვერ მოესწრება. რა ბედი ეწევა კანონპროექტს მომავალში, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი თვლის, რომ შესაძლოა კანონმდებლებმა დოკუმენტის დასამარება გადაწყვიტეს და ამიტომაც მოათავსეს ეს პროექტი  „გრძელვადიან ყუთში“. იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი ზეწოლა 21 საუკუნეში არ მისცემს ადამიანებს უფლებას, რომ სხვა ადამანები მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო დასაჯონ.


Комментариев нет:

Отправить комментарий