вторник, 31 мая 2011 г.

აშშ–მა და საფრანგეთმა მოსკოვში გეი–აღლუმის დარბევა დაგმეს, ეკლესიამ კი პოლიციას ქმედებები მოუწონა

აშშ–მა „შეშფოთება“ გამოთქვა გასულ შაბათს მოსკოვში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის დარბევის გამო. დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის თქმით, მოსკოვის პოლიციამ აქციაზე დააკავა როგორც ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე მათი მოწინააღმდეგეებიც. დაკავებული არიან ასევე აქციაში მონაწილე აშშ–ის მოქალაქეები.

რუსეთის ხელისუფლებას შეკრების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა საფრანგეთმაც. საფრანგეთის საგარეო უწყებამ რუსეთს შეახსენა, რომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უკვე ცნო უკანონოდ მოსკოვში გეი–აღლუმების ჩატარების აკრძალვა.

სამაგიეროდ მოსკოვის ხელისუფლების ქმედებებს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „კორექტულად აღკვეთა „ჰომოსექსუალიზმის“ პროპაგანდა“.

შაბათს მოსკოვის ცენტრში გეი–აქტივისტები ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას ცდილობდნენ, როცა მათ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს სკინჰედები, მართლმადიდებლური ჯგუფები და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო „ნოვაია გაზეტას“ კორესპოდენტი ელენა კოსტიუშკო, რომელსაც მართლმადიდებლური ჯგუფის წარმომადგენელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий