понедельник, 23 мая 2011 г.

ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაზე ჰომოფობური განცხადებები კეთდება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ნინო ბურჯანაძის მიერ მხარდაჭერილი სახალხო კრების მიერაა ორგანიზებული, 23 მაისს ხმამაღალი ჰომოფობური განცხადებები გაკეთდა. აქციაზე გამომსვლელმა 5 შვილის მამამ, გია ყრუაშვილმა მიტინგზე შეკრებილებს განუცხადა:

„ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ცისფერ დონაძეს ყური აუწია ერთერთმა პარლამენტის წევრმა, თუ როგორ დავუდექით ქართველი ხალხი. რა გვინდა, ცისფერობა გვინდა? გინდათ თანამშრომლებო ცისფერი შვილები? გინდათ პიდარასტები საქართველოში? დაიცავით მაშინ, დაიცავით“ – განაცხადა მან სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მისამართით.

„ნუ გიკვირთ პირველი არხი“ – განაგრძო მან“, – „სულ ორიენტაციაშეცვლილებზე ლაპარაკობს „იმედი“. რატომ გიკვირთ, რომ ქართველ ხალხს რეაქცია აქვთ თქვენთან“.


(ამ განცხადების ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე – http://www.youtube.com/watch?v=2DWmLTeS_b0&feature=player_embedded)


ცოტა ხნის შემდეგ, რაც ეს  ჰომოფობური განცხადება გაკეთდა, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა აქციაზე და თქვა, რომ ამ ადამიანებზე, ვინც აქციაზე დგას და გამოდის, დგას საქართველოს დემოკრატიული მომავალი.

ეს აქციაზე გამოსვლელთა მხრიდან პირველი ქსენოფობური განცხადება არ არის. გუშინდელ აქციაზე გამოსვლისას საპარლამენტო პარტიის – ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ლევან ღვინჯილიამ ნეგატიურად მოიხსენია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე განათლების ორენოვანი პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მაცხოვრებელმა ქართული ენა უნდა იცოდეს და აუცილებელი არ არის რაიმე მეორე ენის სწავლება.

Комментариев нет:

Отправить комментарий