вторник, 22 февраля 2011 г.

დასახელდნენ გეი–ტურიზმი 2010–ის ლიდერები

ტელეარხმა Logo, რომელიც MTV–ს შემადგენლობაში შედის და ორიენტირებულია ლგბტ საზოგადოებაზე, პირველი გამოკითხვა ჩაატარა საიტ Trip Out Gay Travel–ის მომხმარებლებს შორის გეი–ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების გამოსავლენად.


გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასახელდნენ  პრემია Trip Out Gay Travel Awards 2010–ის ლაურეატები სხვადასხვა კატეგორიებში. ასე მაგალითად, მსოფლიოში საუკეთესო გეი მიმართულებად დასახელდა ნიუ–იორკი, აშშ–ში კი საუკეთესო მიმართულებად – სან–ფრანცისკო, ავიაკომანიებს შორის ლიდერობს American Airlines, ხოლო სასტუმროებს შორის – ჯგუფი Axel Hotels.

საუკეთესო ტუროპერატორად დასახელდა Zoom Vacations, ყველაზე სექსუალური მიმართულება წილად ხვდა რიო დე ჟანეიროს, საუკეთესო გეი ღონისძიებად დასახელდა სიამაყის აღლუმი მადრიდში, ხოლო საუკეთესო ლოკალურ სასტუმროდ  Park Hyatt Vendôme პარიზში. სახალისო მოგზაურობის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა ტორონტო, საუკეთესო გეი–ბარის წოდება წილად ხვდა ბარს Abbey ლოს–ანჟელესში. ამის შესახებ წერს Diariodelviajero.com.

понедельник, 21 февраля 2011 г.

Facebook–მა ერთსქესიანი კავშირები აღიარა


Facebook–ის სოციალურმა ქსელმა გასულ ხუთშაბათს ოჯახური მდგომარეობის ახალი სტატუსი დაამატა, რომელიც სპეციალურად ერთსქესიანი კავშირებითვისაა განკუთვნილი.  ამიერიდან Facebook–ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შემოტავაზებული ვარიანტებიდან აირჩიონ „სამოქალაქო კავშირიც“. ურთიერთობების ასეთი ფორმულირება ერთსქესიან პარტნიორებს შორის ხშირად გამოიყენება აშშ–ის იმ შტატებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან.

„სამოქალაქო კავშირის“ არჩევის საშუალება, The Huffington Post–ის ცნობით, გასული ხუთშაბათიდან მიეცათ Facebook–ის მომხმარებლებს აშშ–ში, კანადაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. „ჩვენი მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ რაღაც ამდაგვარს“ – განაცხადა Facebook–ის საზოგადოებრივი ურთიერთობების მენეჯერმა ენდრიუ ნოიესმა.

суббота, 19 февраля 2011 г.

DRCAA-ს განცხადება იმედის "სპეციალური რეპორტაჟის" გამო


წყარო "ნეტგაზეთი" – "2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში 20:30 საათზე გადაცემა ,,სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა. იგი ძირითადად ჰომოსექსუალ მამაკაცებს დაეთმო, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ჯგუფს წარმოადგენენ (ლგბტ). პირველ სიუჟეტში სტეფან კოჰენის გახმაურებული მკვლელობა გაშუქდა. მკვლელობის მოტივად მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია დასახელდა. გადაცემაში ასევე აჩვენეს ინტერვიუ ჟურნალისტ მადონა სიხარულიძესთან. მან 1994 წელს ლგბტ თემის სამ წარმომადგენელთან ჩაწერილ სატელევიზიო ინტერვიუზე ისაუბრა. ეს კადრები 17 წლის განმავლობაში ცენზურის გამო ეთერში ვერ მოხვდა. ვიდეოჩანაწერში სიხარულიძის რესპონდენტები ღიად საუბრობენ თავიანთ სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ, გამოხატავენ დამოკიდებულებას საკუთარი სექსუალური იდენტობის მიმართ. ,,იმედის” რეპორტაჟში ჟურნალისტ მადონა სიხარულიძის მომზადებული კადრები მისი კომენტარების თანხლებით იყო ნაჩვენები.

 ,,ეს არის არა იმდენად გადახრაბიოლოგიური გადახრა მაქვს მხედველობაშიარამედპირველი, რომ არასწორი აღზრდის ბრალიამეორე, ვფიქრობ, რომ ასევეუყურადღებობიდან გამომდინარე ბავშვური თავგადასავლებიდა მესამეც, ვფიქრობ,რომ ადამიანები უბრალოდ რაღაც თავგადასავლებს ეძებენ ცხოვრებაში.”- აცხადებს სიხარულიძე “იმედთან” საუბარში.

 ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ.”

 2009 წლის 12 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე” #2 დადგენილების 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

 სიუჟეტის შინაარსიდან ირკვევა, რომ 1994 წელს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი უნდა ყოფილიყო უპრეცედენტო, ვინაიდან ჯგუფის წევრები ღიად ისაუბრებდნენ მათი სექსუალური იდენტობის შესახებ. ჟურნალისტი საუბრობდა პროგრამის ჩაწერის პროცესზე, ასევე პროგრამის ეთერში არგაშვების მიზეზებზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მიზნებთან სრულიად აცდენილია მადონა სიხარულიძის პერსონალური მოსაზრებები სექსუალური ორიენტაციის მიზეზებთან დაკავშირებით. რესპონდენტი აკეთებს არასწორ განცხადებას, როდესაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის წარმოშობის მიზეზად “არა იმდენად ბიოლოგიურ გადახრას, არამედ არასწორ აღზრდას” ასახელებს.  ფრაზა ,,არა იმდენად” გულისხმობს, რომ ესა თუ ის მოვლენა არის შედეგის არაარსებითი, მაგრამ ერთ-ერთი პირობა მაინც. მოცემულ შემთხვევაში, ,,ბიოლოგიური გადახრა” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირების არა არსებით, მაგრამ ერთ-ერთ პირობად არის დასახელებული. ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციის მთავარ მიზეზად კი მადონა სიხარულძე ადამიანის არასწორ აღზრდას და თავგადასავლების სურვილს მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, იგი საზოგადოების შეცდომაში შემყვან არასწორ განცხადებებს აკეთებს, რაც გვაძლევს საფუძვლს შემდგომი განმარტებებისთვის:

●     მადონა სიხარულიძე არ ფლობს კვალიფიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსაჯოს ის, თუ რეალურად რას წარმოადგენს ,,ბიოლოგიური გადახრა.” მეტიც, სოციალურ და ბიოლოგიურ მეცნიერებებში ადამიანის სექსუალური არჩევანისა და ორიენტაციის აღსანიშნად მსგავსი ჰომოფობური და დაუსაბუთებელი შეფასებების გამოყენება დაუშვებლად არის მიჩნეული.

●     სექსუალური იდენტიფიკაციის მიზეზების დასახელებისას ტერმინები ,,გადახრა,” ისევე როგორც ,,არასწორი აღზრდა”, მაყურებლის მიერ  შეიძლება აღქმული იყოს პათოლოგიურ და ნეგატიური მოვლენად.  ჰომოსექსუალობის პათოლოგიურად წარმოჩენა უარყოფით გავლენას ახდენს ლგბტ თემის წარმომადგენლებზე და მათ მიმართ მიმღებლობას ამცირებს, რაც საზოგადოების მრავალი ჯგუფის მხრიდან მათ მიმართ აგრესიულ ქცევასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს იწვევს.

●     ჰომოსექსუალობის მიზეზების ძიება და განსაკუთრებით მათი დაკავშირება პათოლოგიასთან (ე.წ. “ბიოლოგიური გადახრა”), ისიც არამეგობრულ, ნეგატიურ კონტექსტში, შეურაცხმყოფელია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი პირებისთვის და მათ ადამიანურ ღირსებას ლახავს.  საქართველოს კონსტიტუცია ყველა ადამიანის ღირსებას უპირატესად  აღიარებს და არ გამოარჩევს ნაკლებად ღირსეულ ან მეტად ღირსეულ სოციალურ ჯგუფებსა თუ ინვიდიდებს.

●     მორალური შეურაცხყოფის გარდა, ეთერში შეუფერხებლად გაშვებული განცხადებით, თითქოს ჰომოსექსუალობის მიზეზი მართლაც არასწორი აღზრდა და თავგადასავლების ძიების სურვილია, მაუწყებელი ხელს უწყობს სტერეოტიპების (წინასწარ ჩამოყალიბებული, ცრუ და არასწორი შეხედულების) დამკვიდრებას.  

 არასწორი განცხადებებით სტერეოტიპების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა წარმოადგენს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, ისევე როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, მათ შორის ლგბტ ჯგუფის, შეურაცხყოფა იკრძალება ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლით და ,,მაუწყებელთა შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
 ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახსენებს ტერმინს ,,ხელი არ უნდა შეუწყოს.” ეს უკანასკნელი გულისმობს იმას, რომ მაუწყებლის ვალდებულება, თავი შეიკავოს რომელიმე სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფისგან და მათთან მიმართებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებისაგან არ შემოიფარგლება მხოლოდ მაუწყებლის სარედაქციო პოზიციით ან მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ გაკეთებული განცხადებებით. ეს ვალდებულება ასევე შეეხება რესპონდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მსგავსი შემთხვევის დადგომისას, მაუწყებელს ეკისრება აქტიური  პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ეთერში სოციალური ჯგუფის მიმართ შურაცხმყოფელი გამონათქვამების განთავსება.  დაუშვებელია, მედია წარმოადგენდეს სოციალური ჯგუფების მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფის გაუფილტრავ გამტარს. ეს განსაკუთრებით ეხება ვიდეოჩანაწერს, რაც ექვემდებარებოდა მაუწყებლის მხრიდან სათანადო რედაქტირებას. მადონა სიხარულიძის განცხადებების შემთხვევაში სწორედაც რომ ვიდეოჩანაწერთან გვქონდა საქმე და არა პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია იმედის” პასუხისმგებლობას; ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს გადაცემის რესპოდენტ მადონა სიხარულიძის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სათანადო რედაქტირების გარეშე ეთერში განთავსებაში.

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. 

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. 

,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს, აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

 ასევე, ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

 მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თვითრეგულირების მექანიზმი 2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,სპეციალურ რეპორტაჟში” ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით".

განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია

четверг, 17 февраля 2011 г.

ორ ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდა ანტი–გეი ბანაკში


ჰომოსექსუალთა „რეაბილიტაციის“ ქრისტიანული პროგრამის მონაწილეებს ერთმანეთი შეუყვარდათ ანტი–გეი ბანაკში. ამის შესახებ წერს  dalassvoice.com. სამთვიანი მცდელობების –შემდეგ გარკვეულიყვნენ საკუთარ თავში ქრისტიანი ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ –  ქეისიმ და ლარიმ ბანაკი დატოვეს და დაქორწინება გადაწყვიტეს. ახალგაზრდა მამაკაცები საკორექციო ცენტრში სხვადასხვა მიზეზებით მოხვდნენ. ქეისის მშობლები – მორწმუნე ბაპტისტები შვილს უცხადებდნენ, რომ ის ან ამ პროგრამას გაივლიდა, ან ქუჩაში დარჩებოდა. ლარიმ კი, რომლის მშობლებიც შვილის ორიენტაციას ჩვეულებრივ მოვლენად იღებდნენ და მათთან პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვიტა შეემოწმებინა, რომ ჰომოსექსუალობა „ავადმყოფობაა“ და რომ ერთადერთი „წამალი“ ღმერთია. პროგრამაში მონაწილეობა 10 ათასი დოლარი ღირს.

ბანაკში ჩასვლისას ყველა მონაწილეს მარტივი პირობები განუმარტეს: არანაირი სუნამო, არანაირი მოდური ტანისამოსი! ახალგაზრდებს ასევე ჩამოართვეს გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, როგორიცაა ვიდეოთამაშები და ასე შემდეგ. ყოველ მონაწილეს მიუჩინეს „უფროსი ძმა“ – ადამიანი, რომელმაც უკვე „წარმატებით“ გაიარა პროგრამა. პირველი სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. ყოველ დილით ახალგაზრდები უახლოეს ეკლესიაში დაჰყავთ.

გარკვეული დროის შემდეგ ლარი და ქეისი პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ (სულ 12 ეტაპია). მათ მოვალეობებში შედიოდა პროგრამის სასარგებლოდ შრომა. ერთერთი ერთობლივი დავალების შესრულებისას ბიჭები ერთმანეთს საკუთარ გრძნობებში გამოუყტყდნენ და პროგრამის დატოვებაც გადაწყვიტეს.


ჰომოსექსუალთა „რეაბილიტაციის“ პროგრამები საკმაოდ პოპულარულია აშშ–ის ზოგიერთ შტატში. ასეთი „თერაპიის“ მიზანია გეების გარდაქმნა „ნორმალური ქრისტიან მორწმუნედ“. მასმედიასა და საზოგადოებრივ ჯგუფებში არ ცხრება დისკუსიები ასეთი პროგრამების მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თაობაზე.

среда, 16 февраля 2011 г.

ლუკაშენკოს არაფერი აქვს ლესბოსელების საწინააღმდეგო, მაგრამ გეებს სიამოვნებით გაასახლებდა კოლმეურნეობებში

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდო ვესტერველეს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალები კოლმეურნებობებში უნდა გაასახლონ. ასეთი განცხადება ლუკაშენკომ პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ იტყობინება პოლონური გამოცემა Wprost. გამოცემის ინფორმაციით პოლონეთის მმართველი პარტიის წევრმა „რობერტ ვენგჟინმა აღიარა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გეების მიმართ, მაგრამ სიამოვნებით შეხედავდა ლესბოსელებს. ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მისი კოლეგებისა და ოპონენტების მხრიდან. ამ დეპუტატის გემოვნების შეფასება თხოვეს ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის.

„როცა მინსკში ვიყავი გიდო ვესტერველესთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობდით უმცირესობებზე და არა მარტო ეროვნულ უმცირესობებზე. ანალოგიური განცხადება გააკეთა ალექსანდრ ლუკაშენკომაც“, – თქვა სიკორსკიმ.

კერძოდ ლუკაშენკომ თქვა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება მამაკაცი იყოს მამაკაცთან. პოლონური გაზეთის ინფორმაციით, ლუკაშენკოს აშკარად მხედველობაში ჰყავდა გერმანელი მინისტრი, რომელსაც პარტნიორიც ჰყავს და თავის ჰომოსექსუალობას არ მალავს.

„გერმანელი მინისტრი ანრვიულდა, მაგრამ ლუკაშენკომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მკვეთრად განაცხადა, რომ არაფერი აქვს ლესბოისელების საწინააღმდეგო, მაგრამ გეებს სიამოვნებით გადაასახელებდა კოლმეურნეობებში“, – წერს Wprost.

სურათზე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიგიდო ვესტერველე თავის ბოიფრენდთან ერთად

вторник, 15 февраля 2011 г.

მინსკში ბელარუსის ისტორიაში პირველი პიკეტი ჩატარდა ჰომოფობიის წინააღმდეგ

14 თებერვალს ბელარუსის ლგბტ ჯგუფის DAHO Belarus–ის აქტივისტებმა მისკის ცენტრში ბელარუსის ისტორიაში პირველი, ხელისიუფლების მიერ სანქცირებული საჯარო ღონისძიება ჩაატარეს, რომელზეც დაგმეს ჰომოფობია. აქცია ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს შენობის სიახლოვეს გამიართა.

აქციაში ათამდე ლგბტ აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებრივ წესრიგს ამ დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავი ორგანოების 7 თანამშრომელი აკონტროლებდა, ხოლო ღონისძიებას 20–მდე ჟურნალისტი აშუქებდა. პიკეტმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციაზე, რომელის სიყვარულის დღეს დაემთხვა, აქტივისტები გამოვიდნენ პლაკატებით: „გიყვარდეს ვინც გინდა“, „გეების და ლესბოსელების უფლებები“, „ჰომოფობია = ფაშიზმს“. მონაწილეები სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, მათ შორის „ჰომოფობია – ქვეყნის სირცხვილია“ და „ბელარუსი ჰომოფობიის გარეშე“.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში ბელარუსის ხელისუფლებამ აკრძალა და დაარბია სლავური გეი–აღლუმი მინსკში. მაშინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ჯარიმები გამოუწერეს არასანქცირებული საჯარო ღონისძიების გამო.



შიშველი შვეიცარიელი პოლიტიკოსის ფოტოები ჟენევის გეი–ბარში გამოფინეს

შვეიცარიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ქსავიე შვიტცგიუბელი თავისის სურვილის საწინააღმდეგოდ გეი–კერპი გახდა.

საქმე იმაშია, რომ მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლების დაცვისას, 22 წლის პარტიულმა აქტივისტმა შიშველმა გადაიღო სურათი. თუმცა პლაკატებმა ძირითადად ჰომოსექსუალთა ყურადღება მიიპყრო.  Facebook–ზე ახალგაზრდა აქტივისტის გვერდს უამრავი თაყვანისმცემელი მიაწყდა. „ეს ერთდროულად მართობს და მაკვირვებს კიდეც, რადგან მე საკმაოდ კონსერვატიული ვარ და ერთსქესიანი ქორწინებებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგ გამოვდივარ“, – ამბობს ქსავიე.


მაგრამ ჟენევის ერთ–ერთ გეი–ბარს ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებებმა ხელი არ შეუშალა იმაში, რომ მისი პლაკატებით თავისი კედლები დაემშვენებინა. „პუბლიკას მოსწონს“ – აცხადებენ ბარში.

понедельник, 14 февраля 2011 г.

ბრიტანეთში შესაძლოა ეკლესიაში გეების ჯვრისწერა კანონიერი გახდეს

ბრიტანეთის მთავრობა კანონმდებლოაში ცვლილებების შეტანას აპირებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო აღიარებს ერთსქესიან ქორწინებას, რომელიც ეკლესიაში იქნება ჯვარდაწერილი, – ამის შესახებ იტყობინება BBC. შესწორება გავრცელდება ასევე სინაგოგებსა და მეჩეთებზეც. დღეისთვის ინგლისისა და უელსის კანონები კრძალავენ ერთსქესიანი ქორწინებას რელიგიურ დაწესებულებებში. ცერემონიის დროს ასევე აკრძალულია რელიგიური ჰიმნების შესრულება და ციტატების მოყვანა წმინდა წიგნიდან.

ამ შესწორების შეტანას კანონმდელობაში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ანგლიკანურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს თავისი ტაძრების გამოეყენებას ერთსქესიანი ქორწინების ჯვრისწერისთვის. „მე თანასწორობის მომხრე ვარ ყველასთვის, მაგრამ არ მინდა ვინმე მასწავლიდეს, რა უნდა გააკეთოს ანგლიკანურმა ან კათოლიკურმა ეკლესიამ“, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით იორკის არქიეპისკოპოსმა ჯონ სენტამუმ.

თვით ანგლიკანური ეკლესიის შიგნით არიან ერთსქესიანი ქორწინების ჯვრისწერის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, თუმცა დიდ ბრიტანეთში გავრცელებული ზოგიერთი სხვა კონფესია, კერძოდ კი რომის კათოლიკური ეკლესია და ისლამი უფრო ნეგატიურად არიან განწყობილნი და ჰომოსექსუალობას გმობენ.

ვარაუდობენ, რომ კვაკერები, უნიტარიანელები და ლიბერალური იუდაიზმის მიმდევრები მთავრობის გეგმებს ლოიალურად მოეკიდებიან. გარდა ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია უწოდებენ თუ არა ჯვარდაწერილ ერთსქესიან კავშირს ქორწინებას, და არა „სამოქალაქო პარტნიორობას“, როგორც ამჯამად ხდება ამგვარი კავშირების რეგისტრირება ამ ქვეყანაში. სავარაუდოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად შეაფასებენ ლგბტ უფლებების დამცველები, მაგრამ ეს გამოიწვევს მათი ოპონენტების უკმაყოფილებას.

пятница, 11 февраля 2011 г.

რიკი მარტინი GLAAD–ის პრემიას მიიღებს

მომღერალი რიკი მარტინი ორგანიზაცია „ამერიკელი გეების და ლესბოსელების ასოციაცია დიფამაციის წინააღმდეგ“–ის (GLAAD) პრემიის მფლობელი გახდება. პრემია GLAAD Media Awards–ის გადაცემის ცერემონია ნიუ–იორკში 19 მარტს გაიმართება.

ლათინოამერიკელი მომღერალი, რომელმაც გასულ წელს თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მიიღებს ჯილდოს Vito Russo Award, რომელიც ადამიანებს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანასწორი უფლებების ხელშეწყობასი შეტანილი წვლილის გამო გადაეცემათ.

GLAAD–ის პრეზიდენტმა ჯარედ ბარიოსმა რიკი მარტინის ჩრდილიდან გამოსვლას ისეთი მოვლენა უწოდა, რომელიც „ძირფესვიანად ცვლის სიტუაციას უამრავი მოზარდი გეისა და ტრანსსექსუალისთვის ლათინურ ამერიკაში“. წელს GLAAD–ის კიდე ერთ პრემიას მიიღებს ამერიკელი მსახიობი კრისტინ ჩენოვეტი, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი გეი მსახიობებს და მათ უფლებას, რომ ფილმებში ჰეტეროსექსუალი ადამიანების როლები შეასრულონ.

გერმანელი მეკარე გეი–ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ არ შეუშინდნენ გულშემატკივრის რეაქციას

ფეხბურთის გერმანელი გოლკიპერი მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ ფეხბურთელ გეებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გახსნის, რადგან ეს მათ ძალიან დაეხმარებოდა ფსიქოლოგურად. „შალკე–04“–ის 24 წლის ფეხბურთელმა ჟურნალ Bunte–ს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს ფეხბურთელთა სექსუალური ორიენტაცია კი არ ადარდებთ, არამედ მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, როგორ თამაშობენ ისინი მინდორზე.

მანუელ ნოიერის აზრით, რომელიც წარმატებით თამაშობდა გასული წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა გერმანია მესამე ადგილზე გავიდა: „დიახ, მათ, ვინც ჰომოსექსუალები არიან, უნდა თქვან ამის შესახებ, რადგან ამით მხრებიდან უზარმაზარ ტვირთს მოიხნიან“. გოლკიპერის თქმით, „ფანატები მალე გადალახავენ ამ სიახლეს. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი, და არა მისი სექსუალური უპირატესობები“.

მანუელ ნოიერის განცხადება იშვიათობას წარმოადგენს ფეხბურთის სამყაროში, სადაც ჰომოსექსუალობა კვლავ ტაბიურებულ თემად ითვლება. გერმანიის ბუნდელიგის მოთამაშეები რამდენჯერმე ანონიმურად გამოუტყდნენ ჟურნალისტებს თავიანთი ჩაკეტილი ჰომოსექსუალური ცხოვრების სირთულეებში.

დღეისთვის აწგარდაცვლილი ფეხბურთელი ჯასტინ ფაშანუ ერთერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად რჩება, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობა აღიარა, როცა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში თამაშობდა. ნიჭიერ ფორვარდს თავისი გულახდილობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. „ნოტინგემ ფორესტის“ მწვრთნელი ბრაიან ქლოუ, რომელმაც 1981 წელს კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ამ მოთამაშეში მილიონი გირვანქა გადაეხადა, მუდამ დასცინოდა ფეხბურთელს და გუნდთან ვარჯიშსაც კი უკრძალავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინმა საჯარო ქამინ–აუთი მხოლოდ მოგვიანებით გაიკეთა. ფეხბურთელმა 1998 წლის მაისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

ლატვიაში შეიქმნა საიტი ახალგაზრდა ჰომოსექსუალებისთვის

ახალგარზდა ლატვიელ ჰომოსექსუალებს ამიერიდან საკუთარი საიტი ექნებათ. პროქეტი Skapis.eu შექმნა ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მოზაიკა“, რაშიც მას სორისის ადგილობრივი ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – ლატვია“ დაეხმარა.

საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სექსუალობის, სხვადასხვა სქესობრივი იდენტობის შესახებ, ლგბტ მოძრაობის ისტორია, უსაფრთხო სექსისა და აქტიური დასვენების თაობაზე. ინფორმაცია თავმოყრილია ოთხ განყოფილებაში: „მშობლებისთვის“, „ახალგაზრდებისთვის“, „მეგობრებისთვის“ და „მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისთვის“.

„სახელწოდება Skapis (კარადა) შემთხვევით არ შეგვირჩევია. კარადა ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ბავშვობაში იმალებიან. ბევრისთვის მოგვიანებით ეს იმ ადგილად იქცევა, სადაც დაფარულია სექსუალური ორიენტაცია ან სქესობრივი იდენტურობა“, – ამბობენ „მოზაიკის“ წარმომადგენლები.

ლატვიური ენის გარდა საიტს აქვს რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სექციებიც.

четверг, 10 февраля 2011 г.

პროტესტი ჰომოსექსუალებისთვის დონორობის აკრძალვას

წყარო "ნეტგაზეთი" – განსხვავებულობის  კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია კამპანიას იწყებს, რათა  გაუქმდეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ინტრავენურ ნარკომანებთან და სექსმუშაკებთან ერთად, ჰომოსექსუალებსაც ეკრძალებათ სისხლის დონორობა.

ასოციაციას მიაჩნია, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლის დონორობის აკრძალვა დისკრიმინაციას წარმოადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალებს დონორობა ეკრძალებათ 2000 წლის 5 დეკემბრით არის დათარიღებული.  11 წლის წინათ ბრძნება მინისტრმა  ავთანდილ ჯორბენაძემ გამოსცა.

”ბრძანება კრძალავს სისხლის დონორობას არა მხოლოდ ჰომოსექსუალური სქსეობრივი ქცევის საფუძველზე, არამედ ზოგადად სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, სისხლის დონორობა ეკრძალება როგორც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს, ასევე ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს და არ ცხოვრობს აქტიური სქესობრივი ცხოვრებით”.-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციაში ფიქრობენ, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში მიდგომა დისკრიმინაციულია.

ჯორბენაძის მიე ხელმოწერილ ბრძანებაში დონორობის აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებებშია: შიდსი, აივ მატარებელი და ”აგრეთვე შიდსის რისკ ჯგუფები (ჰომოსექსუალიზმი,ნარკომანია,პროსტიტუცია,ალკოჰოლიზმი...)”.
ასოციაციის დირექტორის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, ბრძანებაში გამოყენებული სიტყვა ”ჰომოსექსუალიზმი”  ასევე დისკრიმინაციულია.

”ტერმინი “ჰომოსექსუალიზმი” დისკრიმინაციულია და ნეგატიურ კონოტაციას ატარებს. ისევე როგორც ტერმინი “ჰეტეროსექსუალიზმი”, “ჰომოსექსუალიზმიც” ლინგვისტურად გაუმართავია. ის მრავალი ათეული წელია არ გამოიყენება სამეცნიერო და იურიდიულ ლიტერატურაში. მის მაგივრად, როდესაც განსხვავებული სექსუალური და გენდერული ორიენტაციის ან იდენტობის ადამიანებზე ვსაუბრობთ, მისაღებია ტერმინ  “ჰომოსექსუალობის”, როგორც ადამიანთა სექსუალობის ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინის გამოყენება”,-ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.

განსხვავებულობის  კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდა.

ბაჰრეინის ხელისუფლებამ გეების თავყრილობა დაარბია

ბაჰრეინის ხელისუფლებამ 200 მამაკაცი დააკავა გეი–საღამოზე, რომელზეც ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩასულები იყვნენ შეკრებილნი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება.

ბაჰრეინის შსს–ის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ საღამოს მონაწილენი „ამორალური ქმედებების“ გამო დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეკრება პატარა „კონსერვატიულ“ ქალაქ მუჰარაგში ტარდებოდა, სადაც ერთ შენობაში შეიკრიბნენ მამაკაცები, სვამდნენ ღვინოს და ყალიანს ეწეოდნენ. „მას შემდეგ, როცა ჩვენი თანამოსაუბრე შენობაში შევიდა, დაინახა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელთაც ქალის ტანისამოსი ეცვათ... მან დაუყოვნებლივ დარეკა ადგილობრივ პოლიციაში, რომელმაც შენობა ალყაში მოაქცია და შემდეგ ეჭვმიტანილები დააკავა“ – წერს სააგენტო ადგილობრივ გაზეთ „ალ–აიამ“–ზე დაყრდნობით.

გაზეთის ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები 18–დან 30 წლამდე, რომელიც ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სპეციალურად ჩავიდნენ ბაჰრეინში. ბაჰრეინი რეგიონში ერთერთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება. ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვაც კი ნებადართულია, მაგრამ რელიგიური მოსაზრებების ჰამო ჰომოსექსუალები კვლავინდებურად შევიწროებას განიცდიან, – წერს „როიტერი“.

среда, 9 февраля 2011 г.

უკრაინაში 28 ლგბტ ორგანიზაციაა რეგისტრირებული

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა უკრაინელი გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო „გეი ალიანსი უკრაინა“. ორგანიზაციის მთავარი მიზანია სრული თანასწორობის მიღწევა ლგბტ ადამიანებისთვის, შიდსთან ბრძოლა, პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ლგბტ საზოგადოების ჩამოყალიბება და ორგანიზაციის წევრების საერთო ინტერესებისა დაკმაყოფილება. საბჭო ოთხმა უკრაინულმა ლგბტ ორგანიზაციამ დააფუძნა.

„დღეისათვის უკრინის იუსტიციის ორგანოებმა რეგისტრაციაში გაატარეს 28 საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ლგბტ გაერთიანება“, – ამბობს „გეი ალიანსი უკრაინის“ აღმასრულებელი დირექტორი ტარას კარასიიჩუკი, – „უკრაინის ლგბტ ორგანიზაციების საბჭოში ამჟამად 11 საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაწევრიანებული და ველით, რომ ყველა უკრაინული ლგბტ ორგანიზაცია შემოგვიერთდება“.

„უკრაინის ლგბტ ორგანიზაციების საბჭოს შექმნის იდეა 2003 წელს გაჩნდა და 7 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ლგბტ საზოგადოების კონსოლოდაციის ჩვენეული იდეა ბოლოს და ბოლოს შესრულებულიყო. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ახალი ეპოქის დასაწყისია. ამიერიდან ლგბტ ადამიანების უფლებების, ინტერესების და მოთხოვნების ადვოკატორება სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო დონეზე უფრო ეფექტურად განხორციელდება“, – ამბობს სრულიად უკრაინული ლგბტ საბჭოში შემავალი „ქალთა ქსელის“ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლაიმა გეიდარი.

вторник, 8 февраля 2011 г.

ბლოგი „ასეთი დავიბადე“, რომელშიც გეები და ლესბოსელები თავიანთი ბავშვობის სურათებს აქვეყნებენ

ამერიკულ ბლოგსფეროში გამოჩნდა ახალი ვებგვერდი "Born This Way" („ასეთი დავიბადე“), რომელსაც სახელი ლედი გაგას ახალი ჰიტის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ბლოგზე ქვეყნდება გეებისა და ლესბოსელების მიერ გაგზავნილი მათი ბავშვობის ფოტოები, რომლებსაც თან ურთავენ მოკლე ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი ბავშვობა. ამის შესახებ წერს Queerty.Com.

ბლოგის შემქმნელი დიჯეი პოლ ვი ამბობს: „ფოტოებზე ჩვენ ვხედავთ გეი ბიჭებს ქალური ნაკვთებით და ლესბოსელ გოგონებს მამაკაცური გამოხედვით, არიან ასევე ჰომოსექსუალი მოზარდები „განსაკუთრებული“ ნიშნების გარეშეც. ყოველ ჩვეგნაში ეღმანეთს ერწყმის ქალურიც და მამაკაცურიც. რაც უფრო მალე ვასწავლით ბავშვებს, რომ ჰომოსექსუალობა ისეთივე ნორმაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა, სამყარო ნამდვილად უკეთესობისკენ შეიცვლება“.

ორ ამერიკელ ლესბოსელს ნება დართეს სასკოლო საღამოზე წყვილის სახით მივიდნენ

აშშ–ის მინეაპოლისის შტატის ერთერთი სკოლის ორმა მოსწავლე ლესბოსელმა გოგონამ მიაღწია იმას, რომ სკოლის საზეიმო საღამოზე წყვილის სახით გამოცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობდა მათთვის წინააღმდეგობა გაეწია. ორშაბათს გოგონები მკაცრ მამაკაცურ კოსტუმებში გამოწყობილნი მივიდნენ სკოლაში, რასაც ზეიმზე შეკრებილი აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა.


სარა ლინდსტრემი და დიზაირ შელტონი არ შეეგუენ იმას, რომ სკოლა მათ უკრძალავდა საზეიმო საღამოზე მისვლას წყვილის სახით და სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ უფლებებს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი იცავდა. გოგონებმა სასამართლო პროცესი მოიგეს და როგორც Foxnews.com წერს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო სკოლის ხელმძღვანელობამაც თავისუფლად ამოისუნთქა. როცა ამ ორი გოგონას ისტორია საჯარო გახდა, განათლების ადგილობრივი განყოფილების მისამართით უფლებადამცველებისა და პრესის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაიძრა. განათლების განყოფილების ხელმძღვანელობა ჰომოფობიაში დაადანაშაულეს, მაგრამ დღესდღეობით, როცა ამერიკას მოზარდი ჰომოსექსუალების თვითმკვლელობების ტალღამ გადაუარა და ამან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე ჩინოვნიკს სურდეს თვითმკვლელობების წამქეზებლის როლში გამოჩენა.

„სასწაული გრძნობა იყო“, – იხსენებს დიზაირ შელტონი თავის გამოჩენას მეგობარ გოგონასთან ერთად სასკოლო ზეიმზე. მისი თქმით, იგი იმდენად აღელვებული იყო, რომ ვერც კი აღიქვა თავისი თანაკლასელების აპლოდისმენტები, რომლებიც მათთვის მხარდაჭერის გამოხატვას ცდილობდნენ.