вторник, 31 мая 2011 г.

აშშ–მა და საფრანგეთმა მოსკოვში გეი–აღლუმის დარბევა დაგმეს, ეკლესიამ კი პოლიციას ქმედებები მოუწონა

აშშ–მა „შეშფოთება“ გამოთქვა გასულ შაბათს მოსკოვში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის დარბევის გამო. დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის თქმით, მოსკოვის პოლიციამ აქციაზე დააკავა როგორც ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე მათი მოწინააღმდეგეებიც. დაკავებული არიან ასევე აქციაში მონაწილე აშშ–ის მოქალაქეები.

რუსეთის ხელისუფლებას შეკრების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა საფრანგეთმაც. საფრანგეთის საგარეო უწყებამ რუსეთს შეახსენა, რომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უკვე ცნო უკანონოდ მოსკოვში გეი–აღლუმების ჩატარების აკრძალვა.

სამაგიეროდ მოსკოვის ხელისუფლების ქმედებებს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „კორექტულად აღკვეთა „ჰომოსექსუალიზმის“ პროპაგანდა“.

შაბათს მოსკოვის ცენტრში გეი–აქტივისტები ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას ცდილობდნენ, როცა მათ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს სკინჰედები, მართლმადიდებლური ჯგუფები და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო „ნოვაია გაზეტას“ კორესპოდენტი ელენა კოსტიუშკო, რომელსაც მართლმადიდებლური ჯგუფის წარმომადგენელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

понедельник, 30 мая 2011 г.

ბლოგერები მოსკოვში გეი–აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ

700–მდე ბლოგერმა დაუჭირა მხარი ინიციატივას, რომლის ავტორებიც რუსეთის ხელისუფლებისგან მოსკოვში 28 მაისს დარბეული გეი–აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. წითელ მოედანზე გამოსულ აქტივისტებს გაერთიანებული ძალებით შეუტიეს სკინჰედებმა, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა და პოლიციამ. დარბევის დროს სერიოზულად დაშავდა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ელენა კოსტიუშკო, რომელიც ტვინის შერყევის დიაგნოზით სავადმყოფოში მოათავსეს. აქციის მონაწილეები 28 მაისს ჰომოფობიის დასაგმობად გავიდნენ ქუჩაში. ქვემოთ გამოქვეყნებული ვიდეოს მე–17 წამზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უმოწყალოდ ურტყამს ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენელი ჟურნალისტ გოგონას, რომელიც დედობაზე ოცნებობს. როგორც სააგენტოები იტყობინებიან, მოძალადე დაკავებული არ არის.

ტრანსგენდერი მევიოლინე პოპულარობას იხვეჭს

მევიოლინე და მომღერალი ტონა ბრაუნი, რომელიც კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს აშშ–ში. ლგბტ სამყაროში უფრო მეტ პოპულარობას კი ალბათ მას შემდეგ შეიძენს, რაც Out Music Awards–ის ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე გამოვა, სადაც ვივალდის "წლის დროებს" შეასრულებს. ტონა ბრაუნი კარგი ვოკალისტიც არის და ორმაგი კარიერის გაკეთებაზე ოცნებობს. სპეციალისტები მისკარგად დაყენებულ  მეცო–სოპრანოს დიდ შეფასებას აძლევენ.

ელაიჯა ვუდი ჰომოსექსუალის როლს შეასრულებს

ელაიჯა ვუდი, რომელიც ფართო მაყურებლისთვის "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიიდანაა ცნობილი, ახალ რომანტიკულ კომედიაში ითამაშებს, სადაც ჰომოსექსუალი მამაკაცის როლს შეასრულებს, რომელიც თავის ცოლს დაშორდება, მაგრამ მასთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას ერთ ბინაში და ყოფილი ცოლის საუკეთესო მეგობრად ყოფნა სურს. ფილმი მომავალ წელს გამოვა ეკრანებზე, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

суббота, 28 мая 2011 г.

მოსკოვში გეი–აქტივისტების აქცია ჩაშალეს

მოსოვში წითელ მოედანზე გეი–აქტივისტების ჯგუფი ჰომოფობისს წინააღმედგ აქციის ჩატარებას შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებს ჯანღონიანი თავგადაპარსული მამაკაცები დაესხნენ თავს და დაარბიეს. გარდა ამისა, მოედანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც მოგვიანებით აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. თავგადაპარსულებთან ერთად აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვადასხვა მართლმადიდებლური ჯგუფების წარმომადგენლები და სამართალდამცავები. საბოლოო ჯამში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმის გამო, რომ თვითონ აქციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ბევრად ჭარბობდა გეი–აქტივისტების რაოდენობას, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ აქციად გადაიქცა, რომლის მონაწილეებსაც სამართალდამცავებმა ხელი არ ახლეს.


საქართველოში ჰომოფობიის საჯარო გამოვლინების ბოლო ფაქტი იყო „სახალხო კრების“ აქციაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ერთერთმა გამომსვლელმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ საქართველოს „პიდარასტები“ არ სჭირდება და ასევე მოუწოდა ყველას, ვისაც უნდა „საქართველო პიდარასტების გარეშე“, აქციაზე მისულიყვნენ.

пятница, 27 мая 2011 г.

ირანელმა გეებმა თავიანთი პირველი აღლუმი ჩაატარეს


ირანში ლგბტ ადამიანების მიმართ მკაცრი მოპყრობის მიუხედავად, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს, ირანელმა ლგბტ უფლებადამცველებმა პირველი გეი–აღულმის ჩატარება შეძლეს. ეს აღლუმი ანკარაში შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობა არც ისე დიდი იყო, ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი გამოვიდა.

არც ისე დიდი ხნის წინ ირანში ორი მოზარდი ჩამოახრჩეს, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ერთერთი ბიჭის უმცროსმა ძმამ დააბეზღა.

აღსანიშნავია, რომ ანკარა თურქეთის დედაქალაქია, ხოლო თურქეთი არც ისე გახსნილია გეი–ურთიერთობებისთვის, როგორც ევროპის ქვეყნები, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში აღლუმის მონაწილეებს პრობლემები არ შექმნიათ. 









четверг, 26 мая 2011 г.

"მზეზე" რეალითი შოუ "მზის სახლი" დაიწყო

დიდი ხანია ქართულ ტელეარხებზე ისეთი რეალითი–შოუ არ გასულა, სადაც პროექტის მონაწილეები ერთად ცხოვრობენ. ამჯერად ტელეარხ "მზეზე" დაიწო ახალი რეალითი–შოუ "მზის სახლი", სადაც ბიჭები და გოგონები ერთ სახლში იცხოვრებენ. საინტერესოა ლგბტ თვალსაზრისით თუ იქნება ეს პროექტი საინტერესო. როგორც წესი, არც ევროპაში და არც ამერიკაში ასეთ სატელევიზიო შოუებში ერთსქესიან ურთიერთობებზე ყურადღებას მაინც და მაინც არ ამახვილებენ, თუმცა გარკვეული მომენტები და სკანდალები მაინც ხდება ხოლმე. ამჯერადაც პროექტის მონაწილეთა ქასთინგის დროს იყო მომენტი, როცა ერთერთმა მომავალმა მონაწილემ განაცხადა, რომ ამჟამად შეყვარებული არ ჰყავს და მას დაშორდა იმის გამო, რომ მას ჭორებს უვრცელებდნენ, რომ იგი ხან გეია და ხან ბისექსუალი, თუმცა პროექტის ორგანიზატორთა შეკითხვაზე, არის თუ არა იგი გეი, ქასთინგის მონაწილემ უპასუხა, რომ 25 წელია" ნატურალია".


среда, 25 мая 2011 г.

მეთ ზარლის ახალი კლიპი გეი–ღალატის შესახებ

ამერიკელი მომღერლის მეთ ზარლის (Matt Zarley) ახალი მუსიკალური კლიპი WTF (რაც დაახლოებით ნიშნავს – რა ყ**ბაა) ღალატის მწარე ისტორიაზე მოგვითხრობს, როცა წყვილიდან ერთერთი მწარედ მოტყუებული რჩება. ამიტომ ღია ურთიერთობებზე ჯობია თავიდანვე მოილაპარაკოთ, ვიდრე შემდეგ მწარედ ინანოთ და საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. როგორც კლიპის შემქმნელები ამბობენ, მასში მოთხრობილი ისტორია რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.


понедельник, 23 мая 2011 г.

ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაზე ჰომოფობური განცხადებები კეთდება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ნინო ბურჯანაძის მიერ მხარდაჭერილი სახალხო კრების მიერაა ორგანიზებული, 23 მაისს ხმამაღალი ჰომოფობური განცხადებები გაკეთდა. აქციაზე გამომსვლელმა 5 შვილის მამამ, გია ყრუაშვილმა მიტინგზე შეკრებილებს განუცხადა:

„ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ცისფერ დონაძეს ყური აუწია ერთერთმა პარლამენტის წევრმა, თუ როგორ დავუდექით ქართველი ხალხი. რა გვინდა, ცისფერობა გვინდა? გინდათ თანამშრომლებო ცისფერი შვილები? გინდათ პიდარასტები საქართველოში? დაიცავით მაშინ, დაიცავით“ – განაცხადა მან სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მისამართით.

„ნუ გიკვირთ პირველი არხი“ – განაგრძო მან“, – „სულ ორიენტაციაშეცვლილებზე ლაპარაკობს „იმედი“. რატომ გიკვირთ, რომ ქართველ ხალხს რეაქცია აქვთ თქვენთან“.


(ამ განცხადების ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე – http://www.youtube.com/watch?v=2DWmLTeS_b0&feature=player_embedded)


ცოტა ხნის შემდეგ, რაც ეს  ჰომოფობური განცხადება გაკეთდა, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა აქციაზე და თქვა, რომ ამ ადამიანებზე, ვინც აქციაზე დგას და გამოდის, დგას საქართველოს დემოკრატიული მომავალი.

ეს აქციაზე გამოსვლელთა მხრიდან პირველი ქსენოფობური განცხადება არ არის. გუშინდელ აქციაზე გამოსვლისას საპარლამენტო პარტიის – ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ლევან ღვინჯილიამ ნეგატიურად მოიხსენია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე განათლების ორენოვანი პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მაცხოვრებელმა ქართული ენა უნდა იცოდეს და აუცილებელი არ არის რაიმე მეორე ენის სწავლება.

пятница, 20 мая 2011 г.

IDAHO ორთაჭალაში

17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ასოციაცია „ინკლუზივის“  ორგანიზებით ორთაჭალაში აქციაზე მისულებმა მდინარე მტკვარზე ფერად ყვავილებში ჩადგმული სანთლები ჩაუშვეს, რითაც პატივი მიაგეს ჰომოფობიის მსხვერპლთა ხსოვნას. აქციის ერთერთი ძირითადი ორგანიზატორი, ბარტი თავისი განცდების შესახებ გვიამბობს, რასაც მომზადებისა და აქციის მსვლელობისას გრძნობდა:

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, 17 მაისის აღნიშვნის იდეისაკენ ჩემთვის უცნობი 26 წლის გეის დასაფლავებამ მიბიძგა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თავი მოიკლა. არ ვიცი რამ მიიყვანა ის ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ფაქტია რომ 38 წლის ვარ და მსგავსი საცოდაობა არცერთ ახალგაზრდა ადამიანის დასაფლავებაზე არ მინახავს. სანთლების იდეაც იქიდან წამოვიდა ალბათ, რომ მის საფლავზე სანთელი არ დანთებულა...

დაიბადა იდეა და გახმოვანდა facebook-ზეინკლუზიველებისდახურულ ჯგუფში. ყველას მაშინვე მოეწონა, თუმცა არავისთვის გამინდვია აქამდე რატომ მაინც და მაინც სანთლები, ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ჰელიუმიანი საჰაერო ბუშტები გაგვეშვა ჰაერში (როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება), უფრო ადვილი განსახორციელებელიც იყო და უფრო უსაფრთხოც.

ჩამოყალიბდა იდეა და დარჩა მხოლოდ განხორციელება.

ფინანსები... დიდი არაფერი, 50 ლარიც არ დამიხარჯავს.

ივენთის ტექსტი... ნერვიულობისგან და დაღლილობისგან ვეღარ ვაზროვნებდი და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს ვთხოვე ტექსტის შედგენა. ჩვენ დილის 4 საათამდე ვეკონტაქტებოდი ერთმანეთს FB-ზე და ტექსტიც ამ დროისთვის იყო მზად. ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩინეთ მე და ნინომ რომ IDAHO- ოფიციალურ საიტის რუქაზე საქართველო რუსეთის ტერიტორიად იყო აღნიშნული. სასწრაფოდ გავუგზავნე კახაბერს აპლიკაციის შესავსები ლინკი და მეორე დღეს სიამაყით აღვივსე, როდესაც საქართველო თავის აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად რუსეთისგან გამოყოფილი ვნახე IDAHO– რუქაზე. ეს კიდევ ერთი ბიძგი იყო იმისაკენ რამაც მაფიქრებინა, რომ უეჭველად უნდა აგვეღნიშნა ეს დღე.

დრო, აი მართლა საშინელება იყო... ხანდახან ორი-სამი დღე ისე გადის, ერთი საქმეც არ შემოდის სამსახურში, ივენთის გამოქვეყნებისთანავე კი 5 წუთითაც ვერ ვჯდებოდი, საგიჟეთი დაიწყო, სუფთაზაკონ პოდლოსტი”, ბოლოს გადავწყვიტე 17-ში დამესვენა და ყველაფერი იმ დღეს მომეგვარებინა, ასეც მოხდა.

ემოციები... მთელი ერთი კვირა ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. “ინკლუზიველები”, ვისაც როგორ შეეძლო ჩემს გვერდით იყო, ვგრძნობდი რომ ერთნი ვიყავით, ასე მეგონა მთებს გადავდგავდით თუმცა რაც უფრო ახლოვდებოდა 17 მაისი უფრო და უფრო მაგრად მეშინოდა, უფრო და უფრო ვნერვიულობდი, მაგრამ აზრადაც არ გამივლია, რომ ივენთი გაგვეუქმებინა. ვფიქრობდი, მარტოც რომ მივიდე 3-4 “ინკლუზიველთანერთად, ესეც კარგი იქნება, მთავარია კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას, კიდევ ცოტათი წავიწიოთ წინ, დავანახოთ ხალხს რომ ჩვენ ვარსებობთ!

მაგრად ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ეეე ბიჭოო, შენ კი თვლი და ამბობ რომ ერის და ბერის წინაშე ვალი მოხდილი გაქვს, სახლიც აგიშენებია, ხეც დაგირგავს, შვილიც გყავს, მაგრამ ამ ხალხს რომ აგულიანებ ამ ფანატიკოსი ჰომოფობების სახელმწიფოში და გარეთ გასვლისკენ მოუწოდებ, რა იცი რა ხდება? დაძაბული ვკითხულობდი ფორუმებზე და FB–ზე ჩვენსკენ მომართულ სიძულვილით აღსავსე ფრაზებს და უფრო და უფრო ვნერვიულობდი. ჰო, მაგრამ ოდესღაც, ვიღაც ხომ უნდა გამოვიდეს გარეთ, ხომ უნდა ითქვას სათქმელი? მე არ მინდა ჩემი შვილი ასეთი ზიზღით აღსავსე ხალხში ცხოვრობდეს, არ მინდა რომ თუ ჩემი შვილიშვილი ჰომოსექსუალი იქნება, მანაც იგივე შეურაცხყოფა და დამცირება გადაიტანოს, რაც მე გადავიტანე, მხოლოდ იმიტომ რომ ჰომოფობების ნახევარზე მეტი თავად არიან არარეალიზებული ჰომოსექსუალები, მეორე ნახევარი კი საერთოდ გაუნათლებელია ამ საკითხში და ვითომ რელიგიური მოტივით ხსნის თავისი გაუნათლებლობით გამოწვეულ გაუცნობიერებელ შიშს, ადამიანს ხომ უმეტესწილად ეშინია იმის რაც არ აქვს შესწავლილ-შეცნობილი.

მსგავს რაღაცას პირველად ვაკეთებდი, ანუ პირველად ვუკეთებდი მარტო ორგანიზებას ისეთ ღონისძიებას, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყოინკლუზიველებისთვისდა ზოგადად ლგბტ თემისათვის. ამიტომ ყოვლად გამოუცდელმა ასეთ საკითხებში, 16-ში მივმართე გარემოს დაცვის სამსახურს, სადაც სამჯერ დარეკვამ შედეგი არ გამოიღო და მხოლოდ მობილურის ნომრის დატოვების შემდეგ ზუსტად ორ წუთში მივიღე პასუხი, რომ მათგან ნებართვა არ მჭირდებოდა. ამ ფაქტმა ნერვიულობა უფრო გააძლიერა: რატომ მკითხეს ნომერი, ხომ ვურეკავდი თავად ან ასე როგორ დაემთხვა, რომ ნომრის მიცემიდან ზუსტად 2 წუთში გაარკვიეს, ხომ მითხრეს ვარკვევთ ბატონო, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და დრო გვჭირდებაო და უცბად, ჰოპ ორ წუთში გადმომირეკეს...

გათენდა 17 მაისიც, შეიძლება ითქვას რომ რვა საათამდე ნერვიულობა სანთლების მზადებამ გადამატანინა ყველაფერი მზად არის, მაგრამ მზად არის შიშიც, რომლის ბოლო წვეთი ჩემთვის უცნობი ჟურნალისტის თხოვნა აღმოჩნდა, რომელიც ამ შეკრების გადაღების ნებართვას მთხოვდა. როგორც ყველა საკითხი, რაც ივენთს ეხებოდა, ესეც განსახილველად ჯგუფში შევაგდე და... კინაღამ ჩაიშალა ყველაფერი! უფრო გაძლიერდა ფიქრი, რომ მარტო მე მივიდოდი მეტეხის ხიდზე... თუმცა ვფიქრობდი, რომ რადგან უცხო ჟურნალისტმა გაიგო, მმკ და სადღობელაანთ ბალღსაც ეცოდინება და მგონი უკეთესიც იქნება რაც ნაკლები ხალხი მოვა და მით უმეტეს თუ მარტო ვიქნები, ამ შემთხვევაში უკეთესიც კია-მეთქი.

ჯერ კიდევ ცხრის თხუთმეტი წუთი იყო, მე კი უკვე მეტეხის ხიდზე ვიდექი და იმ ადგილს გავყურებდი, საიდანაც სანთლები მდინარეში უნდა ჩაგვეშვა. შიშს დიდი თვალები აქვსო, მართალი უთქვამთ, მით უმეტეს როცა ამდენი ურა-პატრიოტებით და ვაი-ქრისტიანებით სავსე ჰომოფობიურ ქვეყანაში ასეთი შეკრების მოწყობით სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობას იღებ თავზე. მეშინოდა არ მოვარდნილიყო ვინმე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ისევ არ ჩაეკეტა ლგბტ საზოგადოების წევრები თავიანთ ნაჭუჭში, ვნერვიულობდი რომ თავიანთი ვანდალური გამოხტომით ვაი-პატრიოტობის და ვაი-ქრისტიანობის ნიღაბ აფარებულ ქართველებს ისევ არ შეერცხვინათ ჩემი ქვეყანა... მეშინოდა და ვნერვიულობდი...

თუმცა შეგრძნება იმისა, რომ 10-15 ადამიანი (მეტს ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ივენთზე მოსვლის ღილაკს 50-მდე ადამიანმა დააკლიკა მაუსი) მაინც მოვიდოდა და ჩვენს ბლოგზე დაიდებოდა 3-4 სურათი იმის მამტკიცებელ საბუთად, რომ ივენთი შედგა, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ არ ველოდებით სხვას, მოვიდეს და გადადგას ჩვენი გადასადგმელი ნაბიჯი- მამხნევებდა.

პირველი სანთლის ანთებისთანავე დაძაბულობა და შიში მომეხსნა, თითქოს ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა თავისუფლად ჩემმა მეგობარმა -, რომელიც ხუთიოდე წლის წინ მოკლეს (მისმა ოჯახმა დღესაც არ იცის, რომ მხეცური მკვლელობის მიზეზი მისი ორიენტაცია გახდა), როგორ გამიღიმა ჩემთვის უცნობმა 26 წლის თვითმკვლელმა გეიმ და ზურგიდან თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა...


და ბოლოს...

უღრმესი მადლობა თანადგომისათვის ყველას, ვინც შემოგვიერთდა აქციაზე! დიდი მადლობა ფონდ "ინკლუზივს", რომლის არსებობის და მუშაობის ლოგიკური შედეგი იყო დღევანდელი დღე! დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები გვერდით მედგა :) ყველა მიყვარხართ!!!

P.. ამ დღეებში ვიგრძენი, რომ უფრო მეტად გავიგე რას გრძნობდა პაკო და უფრო მეტი სიახლოვე ვიგრძენი მასთან და ყველაზე სასიამოვნო დასასრული და ალბათ ყველაზე დიდი შეფასება დღევანდელი დღის, რაც ამ საღამოს მელოდა, იყო მისი სიტყვები:

პაატა საბელაშვილი მე დღეს ძალიან ამაყი ვარ!

ფოტოები: civil.ge