пятница, 6 мая 2011 г.

ნიუ–იორკელი გეი წყვილი 61–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინების შანსს ელოდება


რიჩარდ ედრიანი და ჯონ მეისი 61 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, მაგრამ დღემდე არ შეუძლიათ დაქორწინება იმის გამო, რომ ნიუ–იორკში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეს კვლავინდებურად უკანონოა. ნუთუ ისინი საკმარის დროს არ იცდიდნენ? – სვამს კითხვას Pinknews.co.uk.

რიჩარდი 84 წლისაა, ჯონი კი 91. მათ შეეძლოთ ქორწინების გაფორმება აშშ–ის 5 შტატიდან ნებისმიერში, სადაც ეს ქმედება ლეგალურია. მაგრამ მამაკაცებს საკუთარ შტატში დაქორწინება არ შეუძლიათ და ამბობენ, რომ მხოლოდ მას მერე დაქორწინდებიან, რაც ნიუ–იორკი ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას მოახდენს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom to Marry (დაქორწინების თავისუფლება) გამოაქვეყნა ვოდეორგოლი, რომელშიც რიჩარდი და ჯონი თავიანთ თავზე ჰყვებიან. ეს ვიდეო იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც ქორწინების თანასწორობას ისახავს მიზნად. მამაკაცები ჰყვებიან, რომ ერთმანეთი 1948 წელს გაიცნეს და 1950 წლიდან კი ერთად ცხოვრობენ. წარსულში ორივე ვოკალის პედაგოგი იყო. სხვადასხვა წლებში მათი მოსწავლეები იყვნენ ძალიან ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები ბეტ მიდლერი და ვანესა რედგრეივი.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ რამე გაგვეკეთებინა (დავქორწინებულიყავით) კონექტიკუტში ან მასაჩუსეტსში. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ნიუ–იორკში ვცხოვრობდით, ახლაც ნიუ–იორკში ვცხოვრობთ და ერთად გატარებული 61 წლის შემდეგაც დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ ნიუ–იორკში უნდა ვიქორწინოთ“, – ამბობს რიჩარდი.


ორგანიზაცია Freedom to Marry–ის პრეზიდენტი ევან ვოლფსონი თვლის, რომ რიჩარდი და ჯონი ნიუ–იორკელი წყვილების კვინტესენციას წარმოადგენენ. „მათ ჯილიარდში (ცნობილი თეატრალური სკოლა) გაიცნეს ერთმანეთი. 61 წელი ერთად იცხოვრეს და კვლავინდებურად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ამ წლების განმავლობაში ერთად გადატანილი წარმატებებისა და პრობლემების შემდეგ მათ კვლავინდებურად ერთი რამ აკლიათ, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ: დაქორწინების თავისუფლება ნიუ–იორკში. დადგა დრო, რომ ეს შეიცვალოს. ნუთუ მათ საკმარისზე მეტი არ იცადეს?“.

Комментариев нет:

Отправить комментарий