суббота, 14 мая 2011 г.

არაფხიზელი მამაკაცებისთვის ზონრებიანი კონდომი გამოიგონეს


ამერიკაში უსაფრთხო სექსისთვის საყოველთაოდ აღიარებული საშუალების ახალი სახეობა გამოიგონეს, რომელიც, ძირითადად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. „ზონრებიანი კონდომი“ გამოსადეგია, როცა მამაკაცს ხელები უკანკალებს, ასევე სიბნელეში, დიდი აგზნებულობისა და აჩქარების დროს ან პირიქით, გადაღლილობისას, რა მდგომარეობაშიც მამაკაცი შეიძლება აღმოჩნდეს კულმინაციურ მომენტში.

საკონდომე „ზონრების“გამომგონებელი ბიუ ტომპსონი აცხადებს, რომ ახალი კონდომი ძალიან მოსახერხებელია და ჩვეულებრივი კონდომის გამოყენების სირთულეების და მასზე საერთოდ უარის თქმის შემდგომი გართულებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

Комментариев нет:

Отправить комментарий