пятница, 11 февраля 2011 г.

გერმანელი მეკარე გეი–ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ არ შეუშინდნენ გულშემატკივრის რეაქციას

ფეხბურთის გერმანელი გოლკიპერი მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ ფეხბურთელ გეებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გახსნის, რადგან ეს მათ ძალიან დაეხმარებოდა ფსიქოლოგურად. „შალკე–04“–ის 24 წლის ფეხბურთელმა ჟურნალ Bunte–ს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს ფეხბურთელთა სექსუალური ორიენტაცია კი არ ადარდებთ, არამედ მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, როგორ თამაშობენ ისინი მინდორზე.

მანუელ ნოიერის აზრით, რომელიც წარმატებით თამაშობდა გასული წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა გერმანია მესამე ადგილზე გავიდა: „დიახ, მათ, ვინც ჰომოსექსუალები არიან, უნდა თქვან ამის შესახებ, რადგან ამით მხრებიდან უზარმაზარ ტვირთს მოიხნიან“. გოლკიპერის თქმით, „ფანატები მალე გადალახავენ ამ სიახლეს. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი, და არა მისი სექსუალური უპირატესობები“.

მანუელ ნოიერის განცხადება იშვიათობას წარმოადგენს ფეხბურთის სამყაროში, სადაც ჰომოსექსუალობა კვლავ ტაბიურებულ თემად ითვლება. გერმანიის ბუნდელიგის მოთამაშეები რამდენჯერმე ანონიმურად გამოუტყდნენ ჟურნალისტებს თავიანთი ჩაკეტილი ჰომოსექსუალური ცხოვრების სირთულეებში.

დღეისთვის აწგარდაცვლილი ფეხბურთელი ჯასტინ ფაშანუ ერთერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად რჩება, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობა აღიარა, როცა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში თამაშობდა. ნიჭიერ ფორვარდს თავისი გულახდილობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. „ნოტინგემ ფორესტის“ მწვრთნელი ბრაიან ქლოუ, რომელმაც 1981 წელს კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ამ მოთამაშეში მილიონი გირვანქა გადაეხადა, მუდამ დასცინოდა ფეხბურთელს და გუნდთან ვარჯიშსაც კი უკრძალავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინმა საჯარო ქამინ–აუთი მხოლოდ მოგვიანებით გაიკეთა. ფეხბურთელმა 1998 წლის მაისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

Комментариев нет:

Отправить комментарий