вторник, 10 мая 2011 г.

ლგბტ თემატიკის გაგრძელება „ნიჭიერში“


„ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა ვანო ჯავახიშვილმა გუშინდელ ნახევარფინალზე აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი ქალის ცეკვა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ასეთი ცეკვა ქალს უფრო უხდება. როგორც ეტყობა მისი ეს განცხადება პასუხი იყო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და ბლოგებზე ვანო ჯავახიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკაზე იმის გამო, რომ ნიჭიერის შესარჩევ ტურში აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი მამაკაცის ლერი ბექაურის მიერ საცეკვაო ნომრის შესრულების შემდეგ ჯავახიშვილმა ზუსტად იგივე აზრი გამოთქვა, რის გამოც იგი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.

თუმცა გუშინვე ამ სატელევიზიო პროექტში ჟიურის დიდი აღტაცება და მაყურებელთა მხიარული ჟივილ–ხივილი მოჰყვა მოშაირე ბებია ციალა მაჭარაშვილის გამოსვლას, რომელმაც შაირების მღერისას „ნიჭიერის“ ერთერთ წამყვანს თიკა ფაცაციას სიმღერითვე შესთავაზა „უბეში ხელს რომ ჩაგიყოფ, შენც გეამება, მეცაო“.

пятница, 6 мая 2011 г.

რიკი მარტინი: „არ შემეძლო იმის თქმა, რომ გეი ვარ“

ცნობილ ტელეწამყვანთან ჯეი ლენოსთან სტუმრობისას რიკი მარტინმა განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ სექსუალობას ებრძოდა და საშუალება არ ჰქონდა, რომ ამის შესახებ მსოფლიოსთვის ეთქვა.


39 წლის რიკი მარტინმა, რომელიც თავის ტყუპ ბიჭებს ზრდის, ქამინ–აუთი 1 წლის წინ გაიკეთა (საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ საჯაროდ განაცხადა), როცა ტვიტერზე და თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ „ბედნიერი ჰომოსექსუალი მამაკაცია“.

„სექს–სიმბოლო ვიყავი, უნდა მეცეკვა, გოგონები ჭკუიდან უნდა გადამეყვანა და არ შემეძლო იმის თქმა, რომ გეი ვარ“ – გაუმხილა რიკი მარტინმა ლენოს.

სიცრუეში ცხოვრება „სერიოზული ბრძოლა“ იყო, – დასძინა მან, – „თუ ყველაფერს იმას დავუჯერებთ, რასაც ამბობენ... კულტურაში, რელიგიაში, საზოგადოებაში, იმას რასაც ადამიანები ამბობენ, გამოდის, რომ ყველაფერი ის, რასაც ვგრძნობდი, რასაც განვიცდიდი, ბოროტება იყო...“, – თქვა მარტინმა. „მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გეი ვარ, და რომ ეს მომწონს და ბედნიერი ვარ“, – დაამატა მან.

როცა ლენომ ჰკითხა, ხომ არ უკვირს თავისი თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მისი ქამინ–აუთის შემდეგ, მომღერალმა იხუმრა: „დიახ, ხალხმა მაშინ თქვა: რა არის ამაში ახალი? ეს ისედაც ვიცოდითო“.

ახლახანს თავის მშობლიურ პუერტო–რიკოში საგასტროლო მოგზაურობისას რიკი მარტინი რელიგიური ლიდერების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავიდან ჯერ რელიგიური კონფესიის ლიდერმა ვანდა როლონმა განაცხადა, რომ რიკი „ყველას ჯოჯოხეთში მიათრევს“ და მოსახლეობას მისი კონცერტების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ხოლო შემდეგ კათოლიკე კარდინალმა ლუის აპონტე მარტინესმა მოუწოდა მას, რომ „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას შეეშვას“. ამ ყველაფრის მიუხედავად მომღერლის კონცერტები სრული ანშლაგით ჩატარდა.

ნიუ–იორკელი გეი წყვილი 61–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინების შანსს ელოდება


რიჩარდ ედრიანი და ჯონ მეისი 61 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, მაგრამ დღემდე არ შეუძლიათ დაქორწინება იმის გამო, რომ ნიუ–იორკში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეს კვლავინდებურად უკანონოა. ნუთუ ისინი საკმარის დროს არ იცდიდნენ? – სვამს კითხვას Pinknews.co.uk.

რიჩარდი 84 წლისაა, ჯონი კი 91. მათ შეეძლოთ ქორწინების გაფორმება აშშ–ის 5 შტატიდან ნებისმიერში, სადაც ეს ქმედება ლეგალურია. მაგრამ მამაკაცებს საკუთარ შტატში დაქორწინება არ შეუძლიათ და ამბობენ, რომ მხოლოდ მას მერე დაქორწინდებიან, რაც ნიუ–იორკი ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას მოახდენს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom to Marry (დაქორწინების თავისუფლება) გამოაქვეყნა ვოდეორგოლი, რომელშიც რიჩარდი და ჯონი თავიანთ თავზე ჰყვებიან. ეს ვიდეო იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც ქორწინების თანასწორობას ისახავს მიზნად. მამაკაცები ჰყვებიან, რომ ერთმანეთი 1948 წელს გაიცნეს და 1950 წლიდან კი ერთად ცხოვრობენ. წარსულში ორივე ვოკალის პედაგოგი იყო. სხვადასხვა წლებში მათი მოსწავლეები იყვნენ ძალიან ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები ბეტ მიდლერი და ვანესა რედგრეივი.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ რამე გაგვეკეთებინა (დავქორწინებულიყავით) კონექტიკუტში ან მასაჩუსეტსში. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ნიუ–იორკში ვცხოვრობდით, ახლაც ნიუ–იორკში ვცხოვრობთ და ერთად გატარებული 61 წლის შემდეგაც დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ ნიუ–იორკში უნდა ვიქორწინოთ“, – ამბობს რიჩარდი.


ორგანიზაცია Freedom to Marry–ის პრეზიდენტი ევან ვოლფსონი თვლის, რომ რიჩარდი და ჯონი ნიუ–იორკელი წყვილების კვინტესენციას წარმოადგენენ. „მათ ჯილიარდში (ცნობილი თეატრალური სკოლა) გაიცნეს ერთმანეთი. 61 წელი ერთად იცხოვრეს და კვლავინდებურად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ამ წლების განმავლობაში ერთად გადატანილი წარმატებებისა და პრობლემების შემდეგ მათ კვლავინდებურად ერთი რამ აკლიათ, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ: დაქორწინების თავისუფლება ნიუ–იორკში. დადგა დრო, რომ ეს შეიცვალოს. ნუთუ მათ საკმარისზე მეტი არ იცადეს?“.

четверг, 5 мая 2011 г.

Google Chrome–მა მხარი დაუჭირა გეებს


პროექტის "It Gets Better" ფარგლებში Google Chrome–მა გეების მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელეკომპანია Fox–ის პრაიმ–თაიმში, შეიცავს ნაწყვეტებს სხვადასხვა მხარდამჭერი კლიპებისგან, რომლებიც YouTube–ზე იქნა გამოქვეყნებული პროექტის ფარგლებში. პროქეტის დამფუძნებელია ლგბტ უფლებების ცნობილი დამცველი დენ სევიჯი. გასული წლის სექტემბერში მან YouTube–ზე არხი შექმნა იმ ვიდეორგოლების შესაგროველად, რომლითაც სხვადასხვა ადამიანმები საზოგადოების მხრიდან დევნილი და შევიწროებული ახალგაზრდა გეებისადმი გამოხატავდნენ მხარდაჭერას.

დენის პროექტის შედეგი იმაში გამოიხატა, რომ მან უამრავი ვარსკვლავისა და უბრალო ადამიანისგან მხარდაჭერის გამომხატველი ვიდეოების შეგროვება შეძლო. ნეილ პატრიკ ჰარისი, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი, ასევე კომპანია Apple–ს თანამშრომლები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელთაც პროექტს საკუთარი მონაწილეობით გადაღებული ვიდეო გაუზიარეს. არხზე საკუთარი ვიდეო ატვირთა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც, რათა გეებისთვის ეთქვა, რომ „არიან ადამიანები, რომელთაც ისინი უყვართ და მზად არიან მიიღონ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან“.

Google Chrome–ის ვიდეო ამ ვიდეორგოლების კომპილაციას წარმოადგენს. ამ ვიდეორგოლში შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამ ლამბერტი, ლედი გაგა, ქეთი გრიფინი და „სათამაშოების ისტორიის“ პერსონაჟი ვუდიც კი, მაგრამ ცნობილი ადამიანების გარდა წარმოდგენილი არიან ასევე სხვადასხვა ასაკის, განათლების და წარმომავლობის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც.

среда, 4 мая 2011 г.

ვალერია ნოვოდვორსკაიამ ლგბტ აქტივისტებს კომუნისტების კოლონაში მსვლელობის გამო უსაყვედურა


დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, წარსულში რუსეთის „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა ვალერია ნოვოდვორსკაიამ გაკვირვება გამოხატა მოსკოვში გამართულ საპირველმაისო ღონისძიებებზე რუსეთის კომპარტიის მიერ ორგანიზებულ კოლონაში ცისარტყელასფერებიანი დროშების გამოჩენის გამო.

„...ძალიან გამაოცეს სექსუალურმა უმცირესობებმა. მათ ალბათ დაავიწყდათ, რომ უდიდესი რეჟისორი (სერგო) ფარაჯანოვი კომუნისტების დროს ციხეში იჯდა სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო, და რომ ჩვენ (საბჭოთა კავშირში) სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი გვქონდა, და აი ამ საქმისთვის ადამიანებს ციხეს უსჯიდნენ...“, –  განაცხადა ვალერია ნოვოდვორსკაიამ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„მათ (ლგბტ აქტივისტებს) დაავიწყდათ ეს, როცა ამ კოლონას მიუერთდნენ?“ – თქვა ნოვოდვორსკაიამ და დაამატა: „...ამის დავიწყება არ შეიძლება. ვიდრე ასეთ ღონისძიებებზე ნებაყოფლობით დავდივართ, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს“.

გეი–აქტივისტებმა, რომლებიც მუშათა ინტერნაციონალის კომიტეტის იდეებს უჭერენ მხარს, საპირველმაისო მსვლელობის მონაწილეთა ხელში ლგბტ დროშის გამოჩენა ერთგვარ მიღწევად ჩათვალეს. თუმცა ამ დროშის გამო კოლონას პრობლემებიც შეექმნა. ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოს, რომელიც YouTube–ზეა განთავსებული, ჰქვია „ჩხუბი დროშისთვის“. აქციაში მონაწილე აქტივისტებმა ასევე განაცხადეს, რომ „აგრესიულად განწყობილი ულტრამემარჯვენეთა ჯგუფი“ კოლონას მთელი მსვლელობის მანძილზე მისდევდა. 

понедельник, 2 мая 2011 г.

Facebook–ელთა შემოწირულობებმა ინდური გეი–ფილმის ავტორებს მისი დასრულების საშუალება მისცეს


Facebook–ზე მყოფი კინომანების მხრიდან გაკეთებულმა შემოწირულობებმა ინდური გეი ფილმის „მე ვარ“ (I am) ავტორებს ამ ფილმზე მუშაობის დასრულების საშუალება მისცეს. ფილმის დამდგმელი რეჟისორია ონირი, რომელიც თავის ჰომოსექსუალობას არ მალავს.

სააგენტო Associated Press–ის ცნობით, ონირი ასრულებს მუშაობას თავის ფილმზე, რისი საშუალებაც მას Facebook–ის 400–მდე მომხმარებელმა მისცა ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის სახით.


„მადლობა ყველას, რომ თქვენ გახდით ფილმის „მე ვარ“ შემმნელთა ნაწილი“ – დაწერა ბოლივუდის ერთადერთმა გახნილმა გეიმ თავის გვერდზე Facebook–ზე, – „მე ვარსებობ, იმიტომ რომ თქვენ არსებობთ.

ფილმი შეიქმნა ათასგვარი წინააღმდეგობების მიუხედავად. მუშაობის პროცესში სტუდიამ რეჟისორს ფაქტიურად დაფინანსება შეუწყვიტა. ერთერთი კინოკრიტიკოსის თქმით, პროდეიუსერები ფილმის „სარისკო შინაარსმა“ შეაშინა.

ფილმი ეხება ისეთ თემებს, რომლებიც ინდოეთში ტაბუდ ითვლება – დაწყებული ბავშვებზე სექსუალური ძალადობით და იმ დამცირებებით დასრულებული, რომლებსაც გეები განიცდიან პოლიციის მხრიდან. ონირის თქმით, ფილმის სრული დაფინანსება 675 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ თანხის მესამედის მოგროვება მან შემოწირულობების მიღებით შეძლო. შემოწირულობების უმეტესობა Facebook–ის მომხმარებლებისგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში სულ ორიოდე წლის წინ გააუქმა უზენაესმა სასამართლო კანონი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა კრიმინალურ ქმედებად ითვლებოდა და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა, ბოლო ათწლეულების მანძილზე კანონი თითქმის არ სრულდებოდა, თუმცა ქაღალდზე კანონის სახით მაინც რჩებოდა. დღესდღეობით კი ლგბტ აქტივისტები ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში ხშირად ატარებენ გეი–მსვლელობებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს. უცხო ხილი არც გეი–კლუბებია ამ ქვეყანაში, თუმცა მათი ფართო რეკლამირება არ ხდება. ამის მიუხედავად კლუბურ გეი–ღონისძიებებზე ათასობით ადამიანი იკრიბება.

ფილმის "მე ვარ" თრეილერი

ტაივანის სკოლებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ტოლერანტობას ასწავლიან


ტაივანის სკოლების დაწყებით და საშუალო კლასებში მიმდინარე წლის სექტემრიდან ჰომოსექსუალობის საკითხებზე მოუყვებიან ბავშვებს. საშემოდგომო სემესტრის დაწყებიდან მოსწავლეებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ პატივისცემის და საზოგადოებაში მათი მიღების შესახებ მოუთხრობენ, – განახცადა ტაინავის განათლების სამინისტრომ.

სკოლებში ჰომოსექსუალობის საკითხების შესწავლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სექსუალური განათლების შესახებ კანონის შესაბამისად. ამისი მიზანია გენდერული თანასწორობის დაცვის და გასხვავებულობის შესახებ მოსწავლეთა შორის ცოდნის ამაღლება, – განაცხადა განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსმა ერიკ კერმა.

თუმცა ზოგიერთმა ოპონენტმა და მშობელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დაწეყებითი და საშუალო კლასები „ძალიან მცირე“ ასაკია ჰომოსექსუალობის საკითხების შესასწავლად. მათი აზრით, ამ ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება ერთსქესიანი სექსისა და სექსუალური სურვილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლემბმაც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

ამის საპასუხოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობის საკითხებს სკოლებში სექსუალური აღზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი დაეთმობა.  მთელი ყურადღება გადატანილი იქნება გენდერულ თანასწორობაზე, და არა სექსუალურ მოთხოვნილებებსა და ქცევაზე.

მაგალითად, დისკუსია გეი–აღლუმის შესახებ წარიმართება ჰომოსექსუალების სამოქალაქო უფლებების თაობაზე, – თქვა მან.

კანონი სექსუალური განათლების შესახებ ტაივანზე მიღებული იქნა 2004 წელს. კანონი კრძალავს გენდერულ დისკრიმინაციას ტაივანის სკოლებში და ითვალისწინებს, რომ სასკოლო პროგრამები გენდერული თანასწორობსი საკითხებსაც შეიცავდნენ.