вторник, 31 мая 2011 г.

აშშ–მა და საფრანგეთმა მოსკოვში გეი–აღლუმის დარბევა დაგმეს, ეკლესიამ კი პოლიციას ქმედებები მოუწონა

აშშ–მა „შეშფოთება“ გამოთქვა გასულ შაბათს მოსკოვში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის დარბევის გამო. დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის თქმით, მოსკოვის პოლიციამ აქციაზე დააკავა როგორც ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე მათი მოწინააღმდეგეებიც. დაკავებული არიან ასევე აქციაში მონაწილე აშშ–ის მოქალაქეები.

რუსეთის ხელისუფლებას შეკრების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა საფრანგეთმაც. საფრანგეთის საგარეო უწყებამ რუსეთს შეახსენა, რომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უკვე ცნო უკანონოდ მოსკოვში გეი–აღლუმების ჩატარების აკრძალვა.

სამაგიეროდ მოსკოვის ხელისუფლების ქმედებებს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „კორექტულად აღკვეთა „ჰომოსექსუალიზმის“ პროპაგანდა“.

შაბათს მოსკოვის ცენტრში გეი–აქტივისტები ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას ცდილობდნენ, როცა მათ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს სკინჰედები, მართლმადიდებლური ჯგუფები და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო „ნოვაია გაზეტას“ კორესპოდენტი ელენა კოსტიუშკო, რომელსაც მართლმადიდებლური ჯგუფის წარმომადგენელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

понедельник, 30 мая 2011 г.

ბლოგერები მოსკოვში გეი–აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ

700–მდე ბლოგერმა დაუჭირა მხარი ინიციატივას, რომლის ავტორებიც რუსეთის ხელისუფლებისგან მოსკოვში 28 მაისს დარბეული გეი–აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. წითელ მოედანზე გამოსულ აქტივისტებს გაერთიანებული ძალებით შეუტიეს სკინჰედებმა, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა და პოლიციამ. დარბევის დროს სერიოზულად დაშავდა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ელენა კოსტიუშკო, რომელიც ტვინის შერყევის დიაგნოზით სავადმყოფოში მოათავსეს. აქციის მონაწილეები 28 მაისს ჰომოფობიის დასაგმობად გავიდნენ ქუჩაში. ქვემოთ გამოქვეყნებული ვიდეოს მე–17 წამზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უმოწყალოდ ურტყამს ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენელი ჟურნალისტ გოგონას, რომელიც დედობაზე ოცნებობს. როგორც სააგენტოები იტყობინებიან, მოძალადე დაკავებული არ არის.

ტრანსგენდერი მევიოლინე პოპულარობას იხვეჭს

მევიოლინე და მომღერალი ტონა ბრაუნი, რომელიც კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს აშშ–ში. ლგბტ სამყაროში უფრო მეტ პოპულარობას კი ალბათ მას შემდეგ შეიძენს, რაც Out Music Awards–ის ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე გამოვა, სადაც ვივალდის "წლის დროებს" შეასრულებს. ტონა ბრაუნი კარგი ვოკალისტიც არის და ორმაგი კარიერის გაკეთებაზე ოცნებობს. სპეციალისტები მისკარგად დაყენებულ  მეცო–სოპრანოს დიდ შეფასებას აძლევენ.

ელაიჯა ვუდი ჰომოსექსუალის როლს შეასრულებს

ელაიჯა ვუდი, რომელიც ფართო მაყურებლისთვის "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიიდანაა ცნობილი, ახალ რომანტიკულ კომედიაში ითამაშებს, სადაც ჰომოსექსუალი მამაკაცის როლს შეასრულებს, რომელიც თავის ცოლს დაშორდება, მაგრამ მასთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას ერთ ბინაში და ყოფილი ცოლის საუკეთესო მეგობრად ყოფნა სურს. ფილმი მომავალ წელს გამოვა ეკრანებზე, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

суббота, 28 мая 2011 г.

მოსკოვში გეი–აქტივისტების აქცია ჩაშალეს

მოსოვში წითელ მოედანზე გეი–აქტივისტების ჯგუფი ჰომოფობისს წინააღმედგ აქციის ჩატარებას შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებს ჯანღონიანი თავგადაპარსული მამაკაცები დაესხნენ თავს და დაარბიეს. გარდა ამისა, მოედანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც მოგვიანებით აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. თავგადაპარსულებთან ერთად აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვადასხვა მართლმადიდებლური ჯგუფების წარმომადგენლები და სამართალდამცავები. საბოლოო ჯამში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმის გამო, რომ თვითონ აქციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ბევრად ჭარბობდა გეი–აქტივისტების რაოდენობას, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ აქციად გადაიქცა, რომლის მონაწილეებსაც სამართალდამცავებმა ხელი არ ახლეს.


საქართველოში ჰომოფობიის საჯარო გამოვლინების ბოლო ფაქტი იყო „სახალხო კრების“ აქციაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ერთერთმა გამომსვლელმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ საქართველოს „პიდარასტები“ არ სჭირდება და ასევე მოუწოდა ყველას, ვისაც უნდა „საქართველო პიდარასტების გარეშე“, აქციაზე მისულიყვნენ.

пятница, 27 мая 2011 г.

ირანელმა გეებმა თავიანთი პირველი აღლუმი ჩაატარეს


ირანში ლგბტ ადამიანების მიმართ მკაცრი მოპყრობის მიუხედავად, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს, ირანელმა ლგბტ უფლებადამცველებმა პირველი გეი–აღულმის ჩატარება შეძლეს. ეს აღლუმი ანკარაში შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობა არც ისე დიდი იყო, ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი გამოვიდა.

არც ისე დიდი ხნის წინ ირანში ორი მოზარდი ჩამოახრჩეს, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ერთერთი ბიჭის უმცროსმა ძმამ დააბეზღა.

აღსანიშნავია, რომ ანკარა თურქეთის დედაქალაქია, ხოლო თურქეთი არც ისე გახსნილია გეი–ურთიერთობებისთვის, როგორც ევროპის ქვეყნები, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში აღლუმის მონაწილეებს პრობლემები არ შექმნიათ. 









четверг, 26 мая 2011 г.

"მზეზე" რეალითი შოუ "მზის სახლი" დაიწყო

დიდი ხანია ქართულ ტელეარხებზე ისეთი რეალითი–შოუ არ გასულა, სადაც პროექტის მონაწილეები ერთად ცხოვრობენ. ამჯერად ტელეარხ "მზეზე" დაიწო ახალი რეალითი–შოუ "მზის სახლი", სადაც ბიჭები და გოგონები ერთ სახლში იცხოვრებენ. საინტერესოა ლგბტ თვალსაზრისით თუ იქნება ეს პროექტი საინტერესო. როგორც წესი, არც ევროპაში და არც ამერიკაში ასეთ სატელევიზიო შოუებში ერთსქესიან ურთიერთობებზე ყურადღებას მაინც და მაინც არ ამახვილებენ, თუმცა გარკვეული მომენტები და სკანდალები მაინც ხდება ხოლმე. ამჯერადაც პროექტის მონაწილეთა ქასთინგის დროს იყო მომენტი, როცა ერთერთმა მომავალმა მონაწილემ განაცხადა, რომ ამჟამად შეყვარებული არ ჰყავს და მას დაშორდა იმის გამო, რომ მას ჭორებს უვრცელებდნენ, რომ იგი ხან გეია და ხან ბისექსუალი, თუმცა პროექტის ორგანიზატორთა შეკითხვაზე, არის თუ არა იგი გეი, ქასთინგის მონაწილემ უპასუხა, რომ 25 წელია" ნატურალია".