вторник, 22 февраля 2011 г.

დასახელდნენ გეი–ტურიზმი 2010–ის ლიდერები

ტელეარხმა Logo, რომელიც MTV–ს შემადგენლობაში შედის და ორიენტირებულია ლგბტ საზოგადოებაზე, პირველი გამოკითხვა ჩაატარა საიტ Trip Out Gay Travel–ის მომხმარებლებს შორის გეი–ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების გამოსავლენად.


გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასახელდნენ  პრემია Trip Out Gay Travel Awards 2010–ის ლაურეატები სხვადასხვა კატეგორიებში. ასე მაგალითად, მსოფლიოში საუკეთესო გეი მიმართულებად დასახელდა ნიუ–იორკი, აშშ–ში კი საუკეთესო მიმართულებად – სან–ფრანცისკო, ავიაკომანიებს შორის ლიდერობს American Airlines, ხოლო სასტუმროებს შორის – ჯგუფი Axel Hotels.

საუკეთესო ტუროპერატორად დასახელდა Zoom Vacations, ყველაზე სექსუალური მიმართულება წილად ხვდა რიო დე ჟანეიროს, საუკეთესო გეი ღონისძიებად დასახელდა სიამაყის აღლუმი მადრიდში, ხოლო საუკეთესო ლოკალურ სასტუმროდ  Park Hyatt Vendôme პარიზში. სახალისო მოგზაურობის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა ტორონტო, საუკეთესო გეი–ბარის წოდება წილად ხვდა ბარს Abbey ლოს–ანჟელესში. ამის შესახებ წერს Diariodelviajero.com.

понедельник, 21 февраля 2011 г.

Facebook–მა ერთსქესიანი კავშირები აღიარა


Facebook–ის სოციალურმა ქსელმა გასულ ხუთშაბათს ოჯახური მდგომარეობის ახალი სტატუსი დაამატა, რომელიც სპეციალურად ერთსქესიანი კავშირებითვისაა განკუთვნილი.  ამიერიდან Facebook–ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შემოტავაზებული ვარიანტებიდან აირჩიონ „სამოქალაქო კავშირიც“. ურთიერთობების ასეთი ფორმულირება ერთსქესიან პარტნიორებს შორის ხშირად გამოიყენება აშშ–ის იმ შტატებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან.

„სამოქალაქო კავშირის“ არჩევის საშუალება, The Huffington Post–ის ცნობით, გასული ხუთშაბათიდან მიეცათ Facebook–ის მომხმარებლებს აშშ–ში, კანადაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. „ჩვენი მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ რაღაც ამდაგვარს“ – განაცხადა Facebook–ის საზოგადოებრივი ურთიერთობების მენეჯერმა ენდრიუ ნოიესმა.

суббота, 19 февраля 2011 г.

DRCAA-ს განცხადება იმედის "სპეციალური რეპორტაჟის" გამო


წყარო "ნეტგაზეთი" – "2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში 20:30 საათზე გადაცემა ,,სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა. იგი ძირითადად ჰომოსექსუალ მამაკაცებს დაეთმო, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ჯგუფს წარმოადგენენ (ლგბტ). პირველ სიუჟეტში სტეფან კოჰენის გახმაურებული მკვლელობა გაშუქდა. მკვლელობის მოტივად მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია დასახელდა. გადაცემაში ასევე აჩვენეს ინტერვიუ ჟურნალისტ მადონა სიხარულიძესთან. მან 1994 წელს ლგბტ თემის სამ წარმომადგენელთან ჩაწერილ სატელევიზიო ინტერვიუზე ისაუბრა. ეს კადრები 17 წლის განმავლობაში ცენზურის გამო ეთერში ვერ მოხვდა. ვიდეოჩანაწერში სიხარულიძის რესპონდენტები ღიად საუბრობენ თავიანთ სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ, გამოხატავენ დამოკიდებულებას საკუთარი სექსუალური იდენტობის მიმართ. ,,იმედის” რეპორტაჟში ჟურნალისტ მადონა სიხარულიძის მომზადებული კადრები მისი კომენტარების თანხლებით იყო ნაჩვენები.

 ,,ეს არის არა იმდენად გადახრაბიოლოგიური გადახრა მაქვს მხედველობაშიარამედპირველი, რომ არასწორი აღზრდის ბრალიამეორე, ვფიქრობ, რომ ასევეუყურადღებობიდან გამომდინარე ბავშვური თავგადასავლებიდა მესამეც, ვფიქრობ,რომ ადამიანები უბრალოდ რაღაც თავგადასავლებს ეძებენ ცხოვრებაში.”- აცხადებს სიხარულიძე “იმედთან” საუბარში.

 ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ.”

 2009 წლის 12 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე” #2 დადგენილების 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

 სიუჟეტის შინაარსიდან ირკვევა, რომ 1994 წელს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი უნდა ყოფილიყო უპრეცედენტო, ვინაიდან ჯგუფის წევრები ღიად ისაუბრებდნენ მათი სექსუალური იდენტობის შესახებ. ჟურნალისტი საუბრობდა პროგრამის ჩაწერის პროცესზე, ასევე პროგრამის ეთერში არგაშვების მიზეზებზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მიზნებთან სრულიად აცდენილია მადონა სიხარულიძის პერსონალური მოსაზრებები სექსუალური ორიენტაციის მიზეზებთან დაკავშირებით. რესპონდენტი აკეთებს არასწორ განცხადებას, როდესაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის წარმოშობის მიზეზად “არა იმდენად ბიოლოგიურ გადახრას, არამედ არასწორ აღზრდას” ასახელებს.  ფრაზა ,,არა იმდენად” გულისხმობს, რომ ესა თუ ის მოვლენა არის შედეგის არაარსებითი, მაგრამ ერთ-ერთი პირობა მაინც. მოცემულ შემთხვევაში, ,,ბიოლოგიური გადახრა” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირების არა არსებით, მაგრამ ერთ-ერთ პირობად არის დასახელებული. ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციის მთავარ მიზეზად კი მადონა სიხარულძე ადამიანის არასწორ აღზრდას და თავგადასავლების სურვილს მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, იგი საზოგადოების შეცდომაში შემყვან არასწორ განცხადებებს აკეთებს, რაც გვაძლევს საფუძვლს შემდგომი განმარტებებისთვის:

●     მადონა სიხარულიძე არ ფლობს კვალიფიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსაჯოს ის, თუ რეალურად რას წარმოადგენს ,,ბიოლოგიური გადახრა.” მეტიც, სოციალურ და ბიოლოგიურ მეცნიერებებში ადამიანის სექსუალური არჩევანისა და ორიენტაციის აღსანიშნად მსგავსი ჰომოფობური და დაუსაბუთებელი შეფასებების გამოყენება დაუშვებლად არის მიჩნეული.

●     სექსუალური იდენტიფიკაციის მიზეზების დასახელებისას ტერმინები ,,გადახრა,” ისევე როგორც ,,არასწორი აღზრდა”, მაყურებლის მიერ  შეიძლება აღქმული იყოს პათოლოგიურ და ნეგატიური მოვლენად.  ჰომოსექსუალობის პათოლოგიურად წარმოჩენა უარყოფით გავლენას ახდენს ლგბტ თემის წარმომადგენლებზე და მათ მიმართ მიმღებლობას ამცირებს, რაც საზოგადოების მრავალი ჯგუფის მხრიდან მათ მიმართ აგრესიულ ქცევასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს იწვევს.

●     ჰომოსექსუალობის მიზეზების ძიება და განსაკუთრებით მათი დაკავშირება პათოლოგიასთან (ე.წ. “ბიოლოგიური გადახრა”), ისიც არამეგობრულ, ნეგატიურ კონტექსტში, შეურაცხმყოფელია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი პირებისთვის და მათ ადამიანურ ღირსებას ლახავს.  საქართველოს კონსტიტუცია ყველა ადამიანის ღირსებას უპირატესად  აღიარებს და არ გამოარჩევს ნაკლებად ღირსეულ ან მეტად ღირსეულ სოციალურ ჯგუფებსა თუ ინვიდიდებს.

●     მორალური შეურაცხყოფის გარდა, ეთერში შეუფერხებლად გაშვებული განცხადებით, თითქოს ჰომოსექსუალობის მიზეზი მართლაც არასწორი აღზრდა და თავგადასავლების ძიების სურვილია, მაუწყებელი ხელს უწყობს სტერეოტიპების (წინასწარ ჩამოყალიბებული, ცრუ და არასწორი შეხედულების) დამკვიდრებას.  

 არასწორი განცხადებებით სტერეოტიპების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა წარმოადგენს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, ისევე როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, მათ შორის ლგბტ ჯგუფის, შეურაცხყოფა იკრძალება ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლით და ,,მაუწყებელთა შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
 ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახსენებს ტერმინს ,,ხელი არ უნდა შეუწყოს.” ეს უკანასკნელი გულისმობს იმას, რომ მაუწყებლის ვალდებულება, თავი შეიკავოს რომელიმე სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფისგან და მათთან მიმართებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებისაგან არ შემოიფარგლება მხოლოდ მაუწყებლის სარედაქციო პოზიციით ან მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ გაკეთებული განცხადებებით. ეს ვალდებულება ასევე შეეხება რესპონდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მსგავსი შემთხვევის დადგომისას, მაუწყებელს ეკისრება აქტიური  პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ეთერში სოციალური ჯგუფის მიმართ შურაცხმყოფელი გამონათქვამების განთავსება.  დაუშვებელია, მედია წარმოადგენდეს სოციალური ჯგუფების მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფის გაუფილტრავ გამტარს. ეს განსაკუთრებით ეხება ვიდეოჩანაწერს, რაც ექვემდებარებოდა მაუწყებლის მხრიდან სათანადო რედაქტირებას. მადონა სიხარულიძის განცხადებების შემთხვევაში სწორედაც რომ ვიდეოჩანაწერთან გვქონდა საქმე და არა პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია იმედის” პასუხისმგებლობას; ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს გადაცემის რესპოდენტ მადონა სიხარულიძის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სათანადო რედაქტირების გარეშე ეთერში განთავსებაში.

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. 

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. 

,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს, აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

 ასევე, ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

 მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თვითრეგულირების მექანიზმი 2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,სპეციალურ რეპორტაჟში” ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით".

განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია

четверг, 17 февраля 2011 г.

ორ ბიჭს ერთმანეთი შეუყვარდა ანტი–გეი ბანაკში


ჰომოსექსუალთა „რეაბილიტაციის“ ქრისტიანული პროგრამის მონაწილეებს ერთმანეთი შეუყვარდათ ანტი–გეი ბანაკში. ამის შესახებ წერს  dalassvoice.com. სამთვიანი მცდელობების –შემდეგ გარკვეულიყვნენ საკუთარ თავში ქრისტიანი ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ –  ქეისიმ და ლარიმ ბანაკი დატოვეს და დაქორწინება გადაწყვიტეს. ახალგაზრდა მამაკაცები საკორექციო ცენტრში სხვადასხვა მიზეზებით მოხვდნენ. ქეისის მშობლები – მორწმუნე ბაპტისტები შვილს უცხადებდნენ, რომ ის ან ამ პროგრამას გაივლიდა, ან ქუჩაში დარჩებოდა. ლარიმ კი, რომლის მშობლებიც შვილის ორიენტაციას ჩვეულებრივ მოვლენად იღებდნენ და მათთან პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვიტა შეემოწმებინა, რომ ჰომოსექსუალობა „ავადმყოფობაა“ და რომ ერთადერთი „წამალი“ ღმერთია. პროგრამაში მონაწილეობა 10 ათასი დოლარი ღირს.

ბანაკში ჩასვლისას ყველა მონაწილეს მარტივი პირობები განუმარტეს: არანაირი სუნამო, არანაირი მოდური ტანისამოსი! ახალგაზრდებს ასევე ჩამოართვეს გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, როგორიცაა ვიდეოთამაშები და ასე შემდეგ. ყოველ მონაწილეს მიუჩინეს „უფროსი ძმა“ – ადამიანი, რომელმაც უკვე „წარმატებით“ გაიარა პროგრამა. პირველი სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. ყოველ დილით ახალგაზრდები უახლოეს ეკლესიაში დაჰყავთ.

გარკვეული დროის შემდეგ ლარი და ქეისი პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ (სულ 12 ეტაპია). მათ მოვალეობებში შედიოდა პროგრამის სასარგებლოდ შრომა. ერთერთი ერთობლივი დავალების შესრულებისას ბიჭები ერთმანეთს საკუთარ გრძნობებში გამოუყტყდნენ და პროგრამის დატოვებაც გადაწყვიტეს.


ჰომოსექსუალთა „რეაბილიტაციის“ პროგრამები საკმაოდ პოპულარულია აშშ–ის ზოგიერთ შტატში. ასეთი „თერაპიის“ მიზანია გეების გარდაქმნა „ნორმალური ქრისტიან მორწმუნედ“. მასმედიასა და საზოგადოებრივ ჯგუფებში არ ცხრება დისკუსიები ასეთი პროგრამების მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თაობაზე.

среда, 16 февраля 2011 г.

ლუკაშენკოს არაფერი აქვს ლესბოსელების საწინააღმდეგო, მაგრამ გეებს სიამოვნებით გაასახლებდა კოლმეურნეობებში

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდო ვესტერველეს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალები კოლმეურნებობებში უნდა გაასახლონ. ასეთი განცხადება ლუკაშენკომ პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ იტყობინება პოლონური გამოცემა Wprost. გამოცემის ინფორმაციით პოლონეთის მმართველი პარტიის წევრმა „რობერტ ვენგჟინმა აღიარა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გეების მიმართ, მაგრამ სიამოვნებით შეხედავდა ლესბოსელებს. ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მისი კოლეგებისა და ოპონენტების მხრიდან. ამ დეპუტატის გემოვნების შეფასება თხოვეს ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის.

„როცა მინსკში ვიყავი გიდო ვესტერველესთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობდით უმცირესობებზე და არა მარტო ეროვნულ უმცირესობებზე. ანალოგიური განცხადება გააკეთა ალექსანდრ ლუკაშენკომაც“, – თქვა სიკორსკიმ.

კერძოდ ლუკაშენკომ თქვა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება მამაკაცი იყოს მამაკაცთან. პოლონური გაზეთის ინფორმაციით, ლუკაშენკოს აშკარად მხედველობაში ჰყავდა გერმანელი მინისტრი, რომელსაც პარტნიორიც ჰყავს და თავის ჰომოსექსუალობას არ მალავს.

„გერმანელი მინისტრი ანრვიულდა, მაგრამ ლუკაშენკომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მკვეთრად განაცხადა, რომ არაფერი აქვს ლესბოისელების საწინააღმდეგო, მაგრამ გეებს სიამოვნებით გადაასახელებდა კოლმეურნეობებში“, – წერს Wprost.

სურათზე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიგიდო ვესტერველე თავის ბოიფრენდთან ერთად

вторник, 15 февраля 2011 г.

მინსკში ბელარუსის ისტორიაში პირველი პიკეტი ჩატარდა ჰომოფობიის წინააღმდეგ

14 თებერვალს ბელარუსის ლგბტ ჯგუფის DAHO Belarus–ის აქტივისტებმა მისკის ცენტრში ბელარუსის ისტორიაში პირველი, ხელისიუფლების მიერ სანქცირებული საჯარო ღონისძიება ჩაატარეს, რომელზეც დაგმეს ჰომოფობია. აქცია ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს შენობის სიახლოვეს გამიართა.

აქციაში ათამდე ლგბტ აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებრივ წესრიგს ამ დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავი ორგანოების 7 თანამშრომელი აკონტროლებდა, ხოლო ღონისძიებას 20–მდე ჟურნალისტი აშუქებდა. პიკეტმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციაზე, რომელის სიყვარულის დღეს დაემთხვა, აქტივისტები გამოვიდნენ პლაკატებით: „გიყვარდეს ვინც გინდა“, „გეების და ლესბოსელების უფლებები“, „ჰომოფობია = ფაშიზმს“. მონაწილეები სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, მათ შორის „ჰომოფობია – ქვეყნის სირცხვილია“ და „ბელარუსი ჰომოფობიის გარეშე“.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში ბელარუსის ხელისუფლებამ აკრძალა და დაარბია სლავური გეი–აღლუმი მინსკში. მაშინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ჯარიმები გამოუწერეს არასანქცირებული საჯარო ღონისძიების გამო.



შიშველი შვეიცარიელი პოლიტიკოსის ფოტოები ჟენევის გეი–ბარში გამოფინეს

შვეიცარიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ქსავიე შვიტცგიუბელი თავისის სურვილის საწინააღმდეგოდ გეი–კერპი გახდა.

საქმე იმაშია, რომ მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლების დაცვისას, 22 წლის პარტიულმა აქტივისტმა შიშველმა გადაიღო სურათი. თუმცა პლაკატებმა ძირითადად ჰომოსექსუალთა ყურადღება მიიპყრო.  Facebook–ზე ახალგაზრდა აქტივისტის გვერდს უამრავი თაყვანისმცემელი მიაწყდა. „ეს ერთდროულად მართობს და მაკვირვებს კიდეც, რადგან მე საკმაოდ კონსერვატიული ვარ და ერთსქესიანი ქორწინებებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგ გამოვდივარ“, – ამბობს ქსავიე.


მაგრამ ჟენევის ერთ–ერთ გეი–ბარს ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებებმა ხელი არ შეუშალა იმაში, რომ მისი პლაკატებით თავისი კედლები დაემშვენებინა. „პუბლიკას მოსწონს“ – აცხადებენ ბარში.